ფიზიკური თვალის ხედვის არეალი ყოველთვის შეზღუდულია და რეალობის მხოლოდ ნაწილს ხედავს, თუნდაც ზემძლავრი ტელესკოპით აკვირდებოდეს სამყაროს.
სამყარო სრულად რომ დაინახოს ადამიანმა --- ან სამყაროდან უნდა გავიდეს ისეთ განზომილებაში, საიდანაც მას მთლიანობაში იხილავს, ან სულიერი თვალით დაინახოს იგი და ეცადოს ტექნოლოგიურად შექმნას ხედვის ის მოდელი,სადაც ერთი
წერტილიდან ერთდროულად მის გარშემო ,,აწყობილი'' სამყაროს ხედვა შეძლოს ყოველმხრივ, როგორც მის გარეთ მყოფმა დამკვირვებელმა.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღვთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, რაც ბადებს ადექვატურ მტკიცებულებას, რომ ვერც მისი არაარსებობის დამტკიცებაა შესაძლებელი.
ამის მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ ჯერ არ გააჩნიათ ის თვითკმარი ცოდნა,რომელიც ამ ორ უკიდურესობაზე მაღლა დგას და უბრალოდ წყვეტს ამ საკითხს:
არსებობს ქმნილება?
მაშასადამე არსებობს მისი შემქმნელიც. არსებობს ფერწერული ტილო-შედევრი? --- არსებობს მისი მხატვარიც, მიუხედავად იმისა, გვიხილავს იგი, თუ არა და ა.შ.
წარმავალით წარუვალის შეცნობა მხოლოდ მცირედ-ნაწილობრივაა შესაძლებელი, რადგან მომაკვდავისთვის ისევე უცხოა მარადიული, როგორც მარადიულისთვის სიკვდილი.
პირველი არაცნობიერია და არასრულყოფილია ჯერ და მეორე უკვე ცნობიერია --- ერთი ხედავს ცოცხალს და მეორე სიცოცხლესაც.
მატერიის არსებობა მიანიშნებს ანტიმატერიის არსებობაზე --- ცვლადი უცვლელზე, რაც შემოსაზღვრულია მხოლოდ ამ ევოლუციურ საფეხურზე და განზომილებაში, სადაც მატერიის მოძრაობა აღიქმება დროდ.
სამასი წლის წინანდელი მეცნიერისათვის დღევანდელი, უკვე ყოველდღიური მოხმარების ტექნიკა- მოწყობილებანი --- ფანტასტიკის სფეროა და იმდროინდელი ინკვიზიციისათვის შემქმნელებიანად საკოცონე ნედლეული და იოლი წარმოსადგენია რას დაარქმევდნენ რეაქტიულ თვითმფრინავს,რაკეტას და ვერტმფრენს.... მფრინავ გველეშაპს, ეშმაკის რქებს, თუ ცოცხზე შემომჯდარი კუდიანების ტრანსპორტს.
სტივენ ჰოუკინგი უძველეს ფარისეველ-მწიგნობართა მიერ ოსტატურად გამოყენებული მეცნიერია და მას სრულიად შეგნებულად და მიზნობრივად მიანიჭეს პლანეტის ამჟამინდელი უჭკვიანესი ადამიანის სახელი,
რათა იდიოტებმა თავი მშვიდად იგრძნონ მის გაპიარებულ ნააზრევებში იოლად მოსაძებნი აბსურდების და შეუსაბამობების მრავალი აღმოჩენებით, რათა ამაყად კმაყოფილებმა შესძახონ: მე მასზე ჭკვიანი ვარ!
არ არსებობს ღმერთი და მაშასადამე არც სატანა და ადამიანს აქვს უფლება თავად იყოს ერთიც და მეორეც თავისივე ნებით თავისუფალით! --- იღიმის დამონებულებზე სატანა და ხელს სამთხვევად უწვდის მის ღვთისქმნილ ანგელოზად გამომცხადებლებს...
***
დიდი ხნით ადრე ვკამათობდით მე და ერთი საკმაოდ წონიანი ფიზიკოსი და როდესაც ელემენტარულ კითხვაზე, თუ ვინ და რამ მოაწყო ეს ფანტასტიკური წესრიგის მეგაგალაქტიკური სპირალურად მოძრავი სამყარო შემთხვევით და
თავად ეს შემთხვევა სად დაიბადა იდეურად, რომ ნამცეციდან ასე ფანტასტიკურად გაფართოებულიყო და დაესახელებინა ამხელა მეგა სამყაროს ნამცეცამდე შეკუმშვისას მისი მასის კუთრი წონა და სად დგამდა ამ უსარულო ბნელ კოსმოსში იმ სასწორს, სადაც ამ მასას აწონიდა უსაყრდენოდ...
აგერ ორი გაზი: წყალბადი და ჟანგბადი... ანომალიაა წყალი ამ გაზთა ფიზიკურ-ქიმიური და ა.შ. მახასიათებლების ფონზე...
წყალს ელექტროლიზით იოლად დაშლი ამ ორ გაზად და ამ ორი გაზიდან კვლავ წყალის მიღება ასე იოლად რატომ ვეღარ ხერხდება?
ბირთვი გახლიჩეთ და გიგანტური ენერგია აფეთქების სახით... აბა ეს აფეთქება უკან დააბრუნეთ პირვანდელ ბირთვად....
ბუნებრივია უპასუხოდ დარჩა ეს შეკითხვანი და საინტერესო მისი კონტრშეკითხვა იყო:
ეს თქვენი ღმერთი ვინღა შეჰქმნა? --- და გამარჯვებით ტკბობა დაეწყო ღიმილით...
გახარებულმა შევძახე --- ევრიკა!... აღიარა მისი არსებობა, რადგან კითხულობს --- ვინ შეჰქმნაო?
ფერი ეცვალა.
ჰოდა, ბატონო მეცნიერო! თქვენი მოვალეობაა მიაღწიოთ სამყაროს საწყისთან და თავად მას ჰკითხოთ, თუ ვინ შეჰქმნა, და თუ ისიც ზეღმერთთან გადაგამისამართებთ, ხელსაც შეგიწყობთ და დაგლოცავთ ამ გზაზე მავალთ, რადგან დღევნდელობაში მიჩნეული ზებუნებრივნი --- სრულიად ბუნებრივნი არიან, თუნდაც ჩვენზე მეცნიერულად განვითარებული ცივილიზაციისათვის, რომელიც სულ მილიონი წლით კი არა, არამედ ათასი წლით თუ გვისწრებს ტექნოლოგიურად.
მაგრამ უფრო საინტერესო მათი მორალურ-ზნეობრივი მრწამსი იქნება, თუ რისი და რატომ სწამთ უბოროტო ევოლუციისა --- გენეტიკურად.
***
არც იმის გაცნობიერებაა ძნელი და ახსნა იმისა, თუ რატომ არ ერევა შემომქმედი ადაამიანის თავისუფალ ნებაში და რატომ ხდება ამდენი ბოროტებანი სწორედ ადამიანთა უპასუხისმგებლობის
და შურიან სიცრუეთა გამო და უსამართლობის მსხვერპლთა ინკარნაცია სინამდვილეში რომ ხდება --- ამას თავად მაცხოვარიც ადასტურებს თაობათას ცოდვების განსაზღვრისას.
ცხოველთა სამყაროში და საერთოდ ბუნებაში ადამიანის გარდა ყველა და ყველაფერი დაპროგრამებულია, რავ გამორიცხავს თავისუფალ ნებელობას.
ბავშვი თავად ირჩევს დაბადებამდე მშობლებს და ადგილს... ---სამართლიანად და წინარე დამსახურებისამებრ.
ბედისწერა ბრმაა მათთვის,ვისაც მისი შეცვლა-მართვის არ სჯერა.
წარმავალში მარადიულის ჩარევა ხდება სწორედ ნებისამებრ და მოთხოვნა, რომ მარადიული დავიდეს წარმავალ-ფიზიკურამდე... ანუ კვლავ იგემოს სიკვდილი ჯვარცმით ---ჯვართამცმელთა
გაუცნობიერებელი სურვილია შურისძიებისა.
***
და არს მკაფიოდ წერილი:
18. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. - See more at:
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.9zWDrmzD.dpuf This post has been edited by triumpi on 31 Jan 2016, 18:27