ასეც იქნებოდა დარწმუნებული ვარ
არსებობს კაგებეშნიკური ასეთი გამოთქმა თუ ჯერ არ არის დანაშაული ჩადენილი ჩვენ დავეხმარებით დანაშაულის ჩადენაში.
კაგებეშნიკებმა იცოდნენ რომ ეს ბიჭები იყვნენ წერას აყოლილები და ქვეყნიდან გაქცევა უნდოდათ და კაგებიშნიკებმა მისცეს ბურთი და მოედანი და ბოლომდე მიუშვეს თავის ნებაზე მანამდე რომ დაეჭირათ ამას სენსაცია და სკანდალი არ ექნებოდა ბიჭები პირობით ან 2 - 3 წლით ციხეში მოხვდებოდნენ ( დახვრეტით ვერ დახვრიტავდნენ ) დანაშაულის მცდელობისთვის რაც ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა მაგრამ სკანდალი რაც უფრო სისხლიანი იქნებოდა აწყობდათ ქართველების დასაშინებლად და დასასჯელად და ბიჭების სასახვრეტად როგორც 9 აპრილს მოხდა არადა შეეძლოთ ისე გაეკეთებინათ 9 აპრილს რომ ერთი კაცი არ მომკვდარიყო მაგრამ სისხლიან იმპერიას სისხლი წყუროდა.
კაგებე ფეხთაფეხ მიჰყვებოდა ამ ბიჭებს დარწმუნებული ვარ იარაღის გამყიდველი კაგებიშნიკი იყო ყველა გარემო შეუქმნეს რომ თვითმფრინავში უპრობლემოდ შესულიყვნენ შეირაღებულები მერე რაც მოხდებოდა იღბალი და ღმერთის ნება იყო თუ პილოტებს აჯობებდნენ და თვითმფრინავი თურქეთის საზღვრისკენ აიღებდა გეზს ამუშავდებოდა გეგმა ბე ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდებდნენ თვითმფრინავს.
დღევანდელ ახალგაზრდობას კაგებიშნიკი ბიძიები კეთილი ბიძიები ჰგონიათ
არადა ძალიან შარლატანი ბინძური ორგანიზაცია იყო კაგებე.
ედუარდ შევარდნაძე იყო გაიძვერა კაცი ჯერ კიდევ 60 ან წლებში ვასილ მჟავანაძის მდივნობის დროს ღვინის ქარხნის დირექტორები და სპეციალისტები თავის ნებაზე მიუშვა წააქეზა გააყალბებინა ღვინოები და წვენები ჩაადენინა დანაშაულებები და მერე დააჭერინა ღვინის ქარხნის ეს დიროქტორები ზოგი დაახვრეტინა ზოგი ციმბირში გაუშვა და თვითონ ედიკა მშრალად გამოვიდა.
რეზო გიგინეიშვილის ფილმის დასაწყისში არის ამაზე შეპარვით გაკეთებული აქცენტი როდესაც ერთერთის მამა ( სავარაუდოთ სოსო წერეთლის პერსონაჟის ) მიდის კგბ-ში და კგბ-ს გამომძიებელს ესაუბრება თქვენი ბიჭი ვიღაც ესტონელებთან ერთად აპირებდა სასაზღრო წყლებით გაქცევასო თვითონ ეს ფაქტი უკვე საფუძველს იძლეოდა რომ კაგებეს დაეწყო თვალთვალი ამ ბიჭებისთვის რადგან თუ კგბ-მ გაიგო რომ ეს ბიჭები შეეცადნენ ზღვით გაქცევას წარმოუდგენელია ინტერესით არ დაკვირებოდნენ ამ ჯგუფს კაგებედან რადგან უბრალო უწყინარ რამეზეც კაგებე იწყებდა მოქმედებას მაგალითად ანტისაბჭოთა რადიოს დაჭერისთვის და მოსმენისთვის ხალხს უთვალთვალებდნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ ესეთ ხალხს.
ბიჭები თუ 2 წელზე მეტხანს ემზადებოდნენ 3-4 წლის განმავლობაში კაგებეს არ გაეგო და არ ემოქმედა წარმოუდგენელია
გამოძიების თანახმად ბანდა შეიქმნა 1979 წელს.
აგერ სეგო-ზე დოკუმენტურ ფილმს უყურეთ
https://www.youtube.com/watch?v=4zulz4ABhRwსეგოს წევრებში კაგებემ აგენტი შეაგზავნა.
This post has been edited by PNG on 12 Dec 2017, 06:04