#46976345 · 11 Feb 2016, 10:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტეგრაცია საკმაოდ შრომატევადი და მრავალწახნაგოვანი პროცესია. ის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებს, ხოლო მეორეს მხრივ კულტურულ, საგანმანათლებლო, ხალხთაშორის კონტაქტებს, ერთიანი მომავლის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებას, ახლო იდენტობის გაჩენას და მიკუთვნებულობის ჩამოყალიბებას.
1. ენა - საქართველოში კი რუსული ენა, რაოდენობრივად, მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე რომელიმე ევროპული ენა (ინგლისურის დონე ბოლო წლებში გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილში - ახალგაზრდობაში. და თანაც ინგლისური ენის ცოდნის დონე და ხარისხი საკმაოდ პოლარიზებულია); კინოები რუსულ ენაზე გადის კინო-თეატრებში. ბოლო წლებამდე რუსული ენა ტელევიზიებში არ ითარგმნებოდა, ხოლო სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა კვლავ რუსულ ენაზე იკითხებოდა; ამ რეალობის შესაცვლელად, ევროპული ენების სწავლების ხელშეწყობაა საჭირო, ქართულად დასავლური ლიტერატურისა და კინოების თარგმნაა აუცილებელი და რუსული ენის თარგმნაა ყველა ასპექტში დასაწყები.
2. ურთიერთობა - ხალთაშორის კონტაქტი ევროპულ ერებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის შედარებით მცირეა, ვიდრე საქართველოსა და სლავურ მოსახლეობას შორის; ამის მიზეზი ერთის მხრივ ენობრივი ბარიერის არქონაა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში. ცალკე მნიშვნელობადაა დალექილი სლავი ქალის ცნება ქართველი კაცისა თუ ქალის ცობიერებაში. ორმხრივი ტურიზმის განვითარება საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის ამ ყველაფერს თანდათან შეცვლის.
3. ერთიანი ევროპული იდენტობის არარსებობა - საქართველოში ქართველი საკუთარ თავს ევროპელად იშვიათად მიიჩნევს. მეტიც, გამოთქმაში "ევროპაშია წასული" ან "ევროპაში მივდივარ სამოგზაუროდ" უკვე მიუთითებს, რომ ამის მთქმელი ადამიანი საკუთარი თავისა და სამხრეთ კავკასიის იდენტიფიცირებას ევროპასთან არ ახორციელებს; მეტიც, საქართველოს მოქალაქესა და მაგალითად სლოვენიის მოქალაქეს არ აქვს ახლო, მსგავსი იდენტობა და დიდი ალბათობით არც ერთიან მომავალზე აქვს ჩამოყალიბებული ხედვა. ერთიანი წარული ევროპასა და საქართველოს შეიძლება ბევრ ასპექტში ჰქონდა (მსგავსი რელიგიური მოტივები, მსგავსი პოლიტიკური პრობლემები, საერთო მტრული გარემო და სხვა), მაგრამ ეს ყყველაფერი საკმაოდ მიჩქმალულია და არც არავინ ცდილობს წამოწიოს წინ. სამაგიეროდ, როდესაც რუსეთზე მიდგება საქმე, ყველას კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია და ერთიანი ახლო წარსული.
4. განათლება და კულტურა - საქართველოში სასკოლო განათლება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლისათვისაც აუცილებელია მასწავლებელთათვის მოტივაციის გაჩენა, ახალი ლიტერატურის შემუშავება, ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმება, სკოლების აღჭურვა, სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა და სხვა მრავალი; კულტურის თვალსაზრისით მუდმივად უნდა ხდებოდეს ევროპული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ქართული კულტურის საღამოების მოწყობა ევროპაში, მუზეუმთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება, მოსწავლეთათვის ასეთ ღონისძიებებზე დასწრების წახალისება და ასე შემდეგ.
5. ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება - დასავლური ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს რუსული კვალის თანდათან გაქრობას, სამუშაო გარემოს დასავლურთან დაახლოებასა და შრომითი კულტურის დახვეწას; ხოლო ევროპული ბაზრის ათვისება კი ადგილობრივ ბიზნესს დიდ ბიძგს მისცემს შემდგომი განვითარებისათვის.
ასე რომ თუ ინტეგრაციაა რეალური ინტეგრაცია უნდა იყოს, ყოველმხრივი და არა მხოლოდ დეკლარირებული ან პოლიტიკური სახელის მატარებელი, ამისათვის კი სერიოზული სამუშაო გასატარებელი.
This post has been edited by Front National on 11 Feb 2016, 10:24
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|