nikalashka
*__*

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10621
წევრი No.: 59538
რეგისტრ.: 27-April 08
|
#47118907 · 26 Feb 2016, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბერიას მსხვერპლ ქალებს მის სახლში ანადგურებდნენ წარმოუდგენელმა კარიერულმა წინსვლამ ბერია უზარმაზარი ძალაუფლებით დააჯილდოვა, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ის ბოროტად ძალიან ხშირად იყენებდა. ამბობენ, მოსკოვის ანომალიური ზონების მოყვარულები სულ უფრო მეტად ეტანებიან დედაქალაქის ცენტრს. თუკი გიდებს დავუჯერებთ, ღამღამობით, ძირითადად, შუა ღამის შემდეგ, უჩვეულო ხმები ისმის მალაია ნიკიტსკაიას და სადოვაია-კუდრინსკის კუთხეში, ტუნისის საელჩოსთან. თვითმხილველების მტკიცებით, ღამით, სრულიად უკაცრიელ ქუჩაში უეცრად ისმის მანქანის მოტორის მზარდი ხმა, იმდენად მკაფიო, რომ უნებურად კედელს შეიძლება აეკრა. არადა, ამ დროს თვალთახედვის არეალში არაფერი ჩანს, საერთოდ არაფერი, მით უმეტეს, ავტომობილი. ხმები გრძელდება: გესმის, როგორ ჩერდება მანქანა, იღება კარი, შეიძლება მამაკაცების ხმის გაგონებაც, შემდეგ გაისმის კარის ჯახუნი, ისევ ავტომობილის მოტორის ხმა, რომელიც სივრცეში ნელ-ნელა იკარგება... ***** მირაჟი კუდრინსკის ქუჩაზე ხმოვანი მირაჟი ძალიან ხშირად მეორდება სწორედ იმ ადგილზე, იმ შენობასთან, სადაც თავის დროზე ყოვლისშემძლე ლავრენტი ბერია ცხოვრობდა. სახლი განსაკუთრებული ფუფუნებითა და სიმდიდრით ნამდვილად არ გამოირჩევა. ცნობილია, რომ შენობა 1884 წელსაა აშენებული. ადგილობრივები ჩურჩულით ყვებოდნენ იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, როცა მშენებლებმა ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს და მიწა გათხარეს, იქ ადამიანების ჩონჩხად ქცეულ ნარჩენებს მიაკვლიეს. დამტკიცდა, რომ საერთო სასაფლაო სწორედ სტალინური რეპრესიების პერიოდს განეკუთვნებოდა. და რაც უფრო უახლოვდებოდა აღდგენითი სამუშაოები ბერიას ყოფილ სახლს, მშენებლები მით უფრო მეტ ჩონჩხს პოულობდნენ. შედეგად, ჭორები ბერიას მიერ გაუპატიურებული და მხეცურად დახოცილი ქალების შესახებ, ნელ-ნელა მტკიცებულებებით დასტურდებოდა. როგორც ლავრენტი ბერიას შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო ამტკიცებს, სახლის სარდაფში ნაპოვნი იყო ქვასამსხვრევი, რომელიც, სავარაუდოდ, დახოცილი ქალების დასამუშავებლად სჭირდებოდათ, სანამ მათ ცხედრებს კანალიზაციაში ჩაუშვებდნენ. სხვა წყაროების მიხედვით, ბერიას სახლის ეზოში მცირე ზომის კრემატორიუმი იყო გამოყოფილი, რომელშიც ჯალათის მიერ გაუპატიურებული ქალების გვამებს ფერფლად აქცევდნენ. ასეა თუ ისე, ბერიას დაკავების ოქმში აღწერილია სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი ქალის უამრავი პერანგი, ტრუსი, თავშალი, ცხვირსახოცი და პირადი მოხმარების სხვა ნივთები. როგორც ჩანს, “კოლექციონერი” უარს არ ამბობდა, მომხიბვლელი ტყვეებისგან სამახსოვროდ სამოსის ერთი დეტალი მაინც დაეტოვებინა. ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ ოქმში საუბარია ძალიან მცირე ზომის, პირდაპირ ვთქვათ _ ბავშვების ზომის ტანსაცმელზე, რაც ასევე ამტკიცებს მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ბერიას კლანჭებში ხშირად ექცეოდნენ არასრულწლოვანი გოგონებიც. როგორც ამბობენ, სექსუალური მონებით თავის შეფს პოლკოვნიკი რაფაელ სარქისოვი ამარაგებდა. ქალებთან, რომელთაც ბერია თვალს დაადგამდა, მოლაპარაკებებს სწორედ სარქისოვი აწარმოებდა და თავაზიანად, მაგრამ დაჟინებით მისამართს სთხოვდა. საღამო ხანს მსხვერპლი უკვე ლავრენტი პავლოვიჩის ბუნაგში მიჰყავდათ. მოძალადე ზოგს მხეცურად აუპატიურებდა, სხვებს გულუხვად უმასპინძლდებოდა და საუბარს უბამდა _ ყველაფერი მის განწყობაზე და იმაზე იყო დამოკიდებული, ჰქონდა თუ არა ტირანს დრო. რა თქმა უნდა, ლავრენტი ბერიას საერთოდ არ ანაღვლებდა, იყო თუ არა ქალი გათხოვილი, ვინაიდან გადასარევად იცოდა, არ მოიძებნებოდა არც ერთი რაინდი, რომელიც ცოლის პატივს დაიცავდა, როცა მისი დაუფლების სურვილი თვით ლავრენტი პავლოვიჩს გაუჩნდებოდა. ***** “ჩემს შვილს ხელი უშვი, შაითანო!” როგორც ამბობენ, ერთი ასეთი გამონაკლისი შემთხვევა მაინც მომხდარა. 1944 წელს ბერიას “ჰარამხანაში” მორიგი ლამაზმანი _ სოფია შიროვა მოხვდა. ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გამოჩენილ მფრინავზე, სერგეი შიროვზე იყო დაქორწინებული, რომელსაც გმირის წოდებაც კი ჰქონდა მიღებული მეორე მსოფლიო ომში მტრის 21 თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის. გარდა ამისა, სერგეი შიროვმა თავი გამოიჩინა იმითიც, რომ ურთულეს პირობებში მთიანი რაიონიდან ფაშისტებით გარშემორტყმული მარშალი იოსებ ბროზ ტიტო გამოიხსნა. წყვილს ჯერ ისევ თაფლობის თვე ჰქონდა, როცა ბერიამ გოგონას თვალი დაადგა. ათდღიანი მივლინებიდან დაბრუნებულ სერგეის მეუღლე შინ არ დახვდა. მოგვიანებით, ღამის ორ საათზე, სახლში ის ავტომობილით მიიყვანეს. გმირის წოდების მქონე ჯარისკაცმა ცოლისგან ღვინის სუნი იგრძნო და მანაც აღარაფერი დაუმალა _ ქვითინი აუვარდა და ქმარს ყველაფერში გა#####და. გამწარებულმა შიროვმა ბერიას მუქარა დაუფარავად დაიწყო. რაღა თქმა უნდა, სულ მალე ის დააპატიმრეს _ დიახ, შეთითხნილი ბრალდებით! მფრინავს იმედი ჰქონდა, რომ სასამართლოზე ყველას ყველაფერს მოუყვებოდა გარყვნილი, სისხლისმსმელი ტირანის შესახებ. სამწუხაროდ, გულუბრყვილო შიროვს არც კი უფიქრია, რომ ყოველგვარი გასამართლების გარეშე 25 წლით შორეულ ბანაკებში უკრავდნენ თავს. როგორც მოგვიანებით გენპროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ბერიას დაცვის უფროსმა, პოლკოვნიკმა სარქისოვმა განმარტა, სოფია შიროვა შეფის სახლში მიყვანილი ქალების სიაში #117 იყო (სულ ქალებზე მონადირესთან მოსკოვის სახლში 200-ზე მეტი ადამიანის ტანსაცმლის დეტალი იქნა აღმოჩენილი, სხვა მონაცემებით _ 760, თუმცა როგორც მოგვიანებით ბერიას მეუღლე ამტკიცებდა, ყველა ეს ქალი ჯაშუში იყო _ აგენტი და ინფორმატორი). 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, შიროვი მალევე გაათავისუფლეს. სულ რაღაც, 37 წლის ყოფილი საუკეთესო მფრინავი ახლა უკვე შეშინებული, დამფრთხალი, უკბილო მოხუცი იყო, ყოველგვარი მომავლისა და პერსპექტივის გარეშე. სერგეი შიროვმა სოფია, როგორც იქნა, მოძებნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის უკვე სხვაზე იყო გათხოვილი. ყოფილმა მეუღლემ ის სახლშიც კი არ შეუშვა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. 3 წლის შემდეგ, შიროვმა სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა... ბერიას თათარმა მეეზოვე რაისამ, რომელსაც რატომღაც შეფი პატივს გამორჩეულად სცემდა, ერთხელ შენიშნა, როგორ ეთამაშებოდა ლავრენტი პავლოვიჩი მის მოზარდ გოგონას. გამწარებულმა უშიშრად შეუძახა: _ ჩემს შვილს ხელი უშვი, შაითანო! მოულოდნელობისგან ბერიამ ბავშვს თავი მართლაც მიანება და ყველაფერი ხუმრობას მიაწერა. მოგვიანებით რაისა გამოძიებას მოუყვა, რომ სახლის ქვემოთ მიწისქვეშა გასასვლელი იყო, სადაც ბერიას მცველები დაჯიჯგნილ ცხედრებს ყრიდნენ. მართლაც, როცა მიწისქვეშა გასასვლელს მიაგნეს, იქიდან ათობით ადამიანის ჩონჩხი ამოიღეს. ***** ჩურჩულით, შიშით, მაგრამ ლამის მთელი მოსკოვი ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ბერია პირადად მონაწილეობდა სკოლის მოსწავლეებზე ნადირობაში. შერჩეული გოგონები თავის ბუნაგში მიჰყავდა და ბავშვებს გონების დაკარგვამდე აუპატიურებდა. მოგვიანებით გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი, როგორ დაუნდობლად ეპყრობოდა ლავრენტი პავლოვიჩი უამრავ ქალს. ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, 1948 წელს, ჟდანოვის დაკრძალვის დროს პროცესიას აივნიდან აკვირდებოდა ხალათში ჩაცმული ძალიან სიმპათიური დიასახლისი. სულ ცოტა ხანში მის სახლში ტელეფონის ზარი გაისმა და უცნობმა მამაკაცმა მოსთხოვა, შინიდან ფეხი არ მოეცვალა, რადგან მასთან ამხანაგი ბერია აპირებდა მისვლას. დიასახლისმა ეს ყველაფერი ხუმრობად მიიღო, მაგრამ მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმარი მართლაც ეწვია და მიიღო ის, რაც სურდა. ტანსაცმლის ჩაცმის დროს მსხვერპლმა მიმართა: _ როგორ შეიძლება ასე, ამხანაგო ბერია, თქვენ სულ ახლახან მეგობარი დაკრძალეთ, ამხანაგი ჟდანოვი. _ ასეთი ცერემონიების შემდეგ, გული ყოველთვის რაღაც ცოცხალს მთხოვს, _ არ დაიბნა გარყვნილი ტირანი... ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურად რატომღაც, მხოლოდ ერთი მსხვერპლის ვინაობაა დაფიქსირებული: “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბერია ქალებს აუპატიურებდა. კერძოდ, 1949 წლის 7 მაისს მან მოტყუებით მიიყვანა სახლში 16 წლის სკოლის მოსწავლე დროზდოვა ვ.ს. და მხეცურად გააუპატიურა...” საინტერესოა, რომ გაუპატიურების შესახებ განცხადება მხოლოდ 1953 წლის 11 ივლისს დაიწერა, ინციდენტიდან 4 წლის შემდეგ. სხვათა შორის, მთელი ეს პერიოდი გოგონამ ბერიას თავი ვერ დააღწია. სამაგიეროდ, ლავრენტი პავლოვიჩმა მას მიაღებინა სახლი ტვერის ქუჩაზე და ბავშვის აღსაზრდელად ფულსაც აძლევდა ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ დროზდოვასგან მას შვილიც შეძენია... ბევრი ამტკიცებს, რომ ლავრენტი ბერიასგან კიდევ არაერთი ქალი დაფეხმძიმდა და რამდენიმემ შვილი გააჩინა კიდეც. ***** ბევრი წლის მანძილზე ბერია დაუსჯელი რჩებოდა, სანამ 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისთვის გამართულ უსასტიკეს ბრძოლაში ნიკიტა ხრუშჩოვთან არ დამარცხდა და თავად არ გახდა მსხვერპლი. ოფიციალური მონაცემებით, ლავრენტი ბერია კრემლში დააკავეს. მას ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი, შპიონაჟი, საქმეების გაყალბება, ასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა... _ მესმის, რომ საშინელი დანაშაულები ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ! ამიტომაც მგონია, სასარგებლო ვიქნები პარტიისა და ხელისუფლებისთვის, რის გამოც შეწყალებას ვითხოვ! _ ეს სიტყვები ლავრენტი ბერიამ განაჩენის გამოტანის დღეს წარმოთქვა, თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა. ლავრენტი პავლეს ძე ბერია 54 წლის ასაკში, 1953 წლის 23 დეკემბერს მოსკოვის ოლქის სამხედრო შტაბის სარდაფში დახვრიტეს. ***** კიდევ ერთი ვერსია მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური ვერსიის თანახმად, ბერია კრემლში აიყვანეს, სხვები ამტკიცებენ, რომ ის 1953 წლის 26 ივნისს აგარაკზე დააკავეს. ოპერაციას პირადად მარშალი ჟუკოვი ხელმძღვანელობდა. იმავე საღამოს ბერია გარიცხეს პარტიიდან, როგორც “კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხალხების მტერი”. გარდა ამისა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არავითარი სასამართლო არ ყოფილა და სინამდვილეში ბერია თავის დაცვასთან ერთად ავტომატებით დაცხრილეს.
|