#47504718 · 8 Apr 2016, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
annavita
QUOTE | ისე ქენით რომ ერთმანეთს ასაქმონ
|
ერთადერთი ვარიანტია მაგის - ვისაც შეგვიძლია აქედან გავასწროთ, უნდა გავასწროთ.
* * * ThisTooShallPass
QUOTE | ალბათ დიდი ხანი ვერ დასრულდება...და საერთოდაც...ამაში ცუდს არ უნდა ხედავდეთ...ყველა მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ესეა...და ჩვენი სტატისტიკის შესაბამისად მატება ერში ძალიან დაბალი დოზით მიმდინარეობს...და ეს სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია...ბავშვის ყოლის პასუხისმგებლობას თუ მეტი და მეტი ადამიანი იაზრებს მით უკეთესი ჩვენთვის...რადგანაც საკითხი ხარისხშია და არა რაოდენობაში...მთავარია ქვეყანა გავმართოთ და არაა აუცილებელი მრავალ მილიონიანი ერი ვიყოთ...
|
ხარისხი არასდროს გამოსწორდება, რადგან რამდენიც არ უნდა დაგვაკლდეს ადამიანი, მაინც სიღარიბის იგივე პროცენტი იქნება, მეტი თუ არა. ყოველწლიურად საშუალოდ 70 000 ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან, თან ისე, უკან მოხედვაც რომ არ უნდა. ამბობენ, შარშან უფრო მეტი გავიდაო. წელს კიდევ მეტი გავა, უკვე ემჩნევა პირველ სამ თვეს. ამ დაკლებულ მოსახლეობას ნაკლები პური სჭირდება, ნაკლები ტანსაცმელი, ნაკლები მომსახურეობა და ა.შ. ანუ, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი გადის, სამუშაო ადგილები გვაკლდება. ასე არაფრით დაიწევს უმუშვრობის პროცენტი. პირიქით კია - კიდევ მეტს გაუჭირდება და უფრო მეტი იფიქრებს ქვეყნიდან გასვლას.
QUOTE | საქმე რაოდენობაში არაა ამ საკითხთან მიმართებაში..საქმე განვითარებაშია და საბედნიეროდ ერი მაქსიმუმს აკეთებს რომ განვითარდეს...პრობლემა იმაშია რომ ამ პროგრესის პროვოცირებას მხოლოდ მიზერული რაოდენობა ახდენს ჩვენი საზოგადოების...როდესაც მიმზიდველი ქვეყანა ვიქნებით სხვა ერებისთვის მერე გაგახსენდებათ ნაცნობობის ინსტიტუტი...ვგულისხმობ როდესაც ბიზესსს ფლობ უპირატესობას ბუნებრივია ნაცნობი ადამიანის კანდიდატურას ანიჭებ პირველ რიგში იმ ლოგიკით რომ შენი ნაცნობი თვითონაც ხდება პასუხისმგებელი მისი პროდუქტიულობის ხარისხზე...
|
არასდროს იქნები მიმზიდველი ქვეყანა, როცა შენი მოსახლეობა იკლებს და არა იმატებს. მარტივი ინდიკატორია - აქ ცხოვრება კაი რომ იყოს, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მოიმატებს და არ დაიკლებს.
QUOTE | ნუ დაიძაბებით...ადრე უფრო მძაფრი იყო...ცოტა სამუშაო იყო...ეხლა ნაკლებად ძაფრია...და მალე გაქრება და მერე დაგვჭირდება...
|
ახლა უფრო ცოტაა. რაც ნაკლები დარჩება, მით უფო ცოტა და ცოტა იქნება. ბოლოს, იმედია, მხოლოდ საჯარო სამსახურებში მომუშავენი დარჩებით ამ ქვეყანაში და ერთმანეთს დასჭამთ.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|