ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი ამ მტკიცებებში

"შუტკა"
პრინციპში ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მეც პატიოსნების მხარეს ვარ, მაგრამ მირჩევნია მორალი და მორალისტობა ერთმანეთისგან გავარჩიოთ, რადგან ყველაზე დიდ უზნეობად მორალისტობა მიმაჩნია. ამის გარჩევა, გამყოფი ხაზების გატარება კიდევ, არაა ადვილი "საქმე" და ვიმეორებ, სრულ აბსურდამდე მივალთ, თუ ვეცდებით ინტიმური ურთიერთობების დონეზე ჩავიდეთ, სადაც "გარეშე, მესამე პირს" უბრალოდ არაფერი ესაქმება.
აქ ზოგჯერ გულისხმობენ კლინტონის და ლევინსკის ცნობილ ამბებს. მაგრამ ვერ ვხვდები ამ ჩვენებურ ამბებთან რა შეიძლება ჰქონდეს საერთო. იქ , ასე ვთქვათ, თავად მოქმედმა პირმა გაასაჯაროვა ამბავი და როგორც მახსოვს სარფიანადაც გაყიდა ეს ინცინდენტი. ჰოდა საკითხავია, ვინ იყო იმ ამბების ანტიგმირი, ან რამდენი ანტიგმირი ყავდა ამბავს. მორალიც ხომ გარკვეულწილად ყველას საკუთარი გვაქვს, საკუთარი პრინციპებიდან, გამოცდილებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე და ასეთი უნივერსალური არაა.
რაც შეეხება ჩვენთან მომხდარ ამბებს, ყველა ადამიანური საზომით, აქ იმდენად უღირს, მდაბიო საქციელთან გვაქვს საქმე, უარესის წარმოდგენა ძნელია.
და თუ მაინცდამაინც მორალზე და მორალურ პოლიტიკაზე ვაპელირებთ, ამოცანაც სწორედ ეს უნდა იყოს, ერთი წამითაც არავის გაუჩნდეს ილუზია, რომ ასეთ მეთოდებს ოდესმე შეიძლება ჰქონდეს გასავალი.
This post has been edited by konformist on 15 Mar 2016, 17:59