როიტერი: ევროკავშირმა უკრაინას უვიზო რეჟიმი აპრილის ბოლომდე უნდა შესთავაზოს
11/04/2016 09:19
საინფორმაციო სააგენტო როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებისა, ევროკავშირი უახლოეს მომავალში უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზებას გეგმავს. უკრაინამ ევროკავშირის მოთხოვნები შეასრულა. სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ უნდა მიიღოს და შემდგომ დოკუმენტის რატიფიცირება ევროპარლამენტმა უნდა მოახდინოს.
სააგენტო ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟან კლოდ იუნკერის მარტის თვეში მიცემულ დაპირებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც უკრაინა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას აპრილის თვის ბოლომდე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ამომრჩევლები უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარს არ უჭერენ. რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩევლების 32-მა პროცენტმა მიიღო, აქედან 64 უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგია. რეფერენდუმი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების პროცესი გეგმის მიხედვით ვეღარ გაგრძელდება.
http://www.euronews.ge/archives/4619აქაც გვჩაგრავენ
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...