მე პირადად ვიცნობ ბევრ თურქს და მათ შორის ლაზსაც.
დიახ, ლაზების უმეტესობამ საერთოდ არ იცის რო ლაზი ქართველია, ერთს ვკითხე და ბერძნული ''ტომი'' ეგონა.
ლაზები არიან თურქი ნაციონალისტები და ერთერთი ყველაზე რელიგიური (მაჰმადიანი) ხალხი თურქეთში, ყველა თურქმა დამიდასტურა ეგ.
საქართველო ნაკლებად ადარდებთ და ძმასაც არავის ეძახიან. ელემენტარულად ისიც არ იციან რო ქართველები არიან წარმოშობით.
შეიძლება იყოს იმ 1.5 მილიონი ლაზიდან სადღაც 10 000 ან 20 000 ლაზი რომელიც ქრისტიანობას ინახავს და ქართველად მიაჩნია თავი მარა უმეტესობა გათურქებულია.
საერთოდ თურქებს ვისაც ვიცნობ, ყველას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, და როგორც მეგობარ ქვეყანას ისე მოგვიხსენიებენ,
თურქულ ფორუმებზეც ჩამოვიარე და ქართული ჯარის თემები ვნახე (თურქული ცოტა ვიცი) და სულ კარგად მოიხსენიებდნენ, ერთი ცუდი მაგათი პირიდან არ მინახავს ამოსული.
მოკლედ თურქი ხალხი არარი ჩვენი მტერი ჯერ ჯერობით და არც ლაზი არ არის ჩვენი ძმა (ჯერ ჯერობით) ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები ეგ გვიჩვვენებს ყველაფერს.
შეიძლება საერთოდ არაფერი მოხდეს.
შეიძლება ქურთებმა იმხელა პრობლემები წამოჭრან რო თურქეთი საერთოდ დაიშალოს და აი მაშინ როგორ ვიმოქმედებთ ეგ იქნება საინტერესო. და ლაზეთის დაბრუნება თუ შეიძლება, მაშინ პატივი უნდა ვცეთ მაჰმადიანობასაც და თურქებსაც, არ გამოვა სხვანაირად.
აჭარაზე კი უმეტესობას ხელები ეფხანება, როგორც ჩვენ ტაო კლარჯეთზე