#47471896 · 5 Apr 2016, 09:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,ქართლი ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადევა და სიის განახლებაზეა ორიენტირებული. გავრცელებული ინფორმაციით მომავალ პარლამენტში დავით უსუფაშვილის შემცვლელად თეა წულუკიანის და თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურები სახელდება, საუბარია ასევე მინისტრების პარლამენტში გადანაცვლებაზეც. კოალიციის დაშლას და ქართული ოცნების გეგმებს, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი "პირველ რადიოსთან" საუბარში აფასებს და მიაჩნია, ყველაფერი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული. ვანო მაჭავარიანი მთავრობის არაეფექტურობაზეც საუბრობს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უსვამს ხაზს.
"პრობლემა აქვთ და ვერ ჩამოყალიბდნენ ბოლომდე რა ფორმით და რა შინაარსით უნდა წარდგნენ არჩევნებზე და ეს პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა და მიდის სერიოზული ძიძგილაობა, ფაქტია რომ ფორუმი რომ გავიდა ეს ნიშნავს, იმას, რომ მათ ვერ მიიღეს ის რაოდენობა ადგილის, რაც მათ მიაჩნდათ, რომ ეკუთვნოდათ ან საჭიროებდნენ. რესპუბლიკელები ბოლომდე ივაჭრებენ იმაზე, რომ უმრავლესობა არ დაშალონ, შეინარჩუნონ მინისტრების სკამები და შესაძლო დაფინანსებაზე იმედები ჰქონდეთ, და დანარჩენი კანდიდატებზე წინასწარი საუბარი, გამომდინარეა იქიდან ივანიშვილი რას გადაწყვეტს შესაბამისად არ მგონია ივანიშვილი წულუკიანზე ან ჩუგოშვილზე დიდი წარმოდგენის იყოს. ფაქტია რომ ეს მთავრობა არის ერთ ერთი ყველაზე წარუმატებელი და არაეფექტური, მთავრობა რომელიც ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, მთავრობა, რომელშიც შემავალი ადამიანები თავის პოლიტიკურ პარტიებს განუდგნენ არა პრინციპებისთვის, არამედ სკამებისთვის, ცხადია რომ საზოგადოებაში ძალიან დაბალი მოლოდინი აქვთ, რომ მთავრობის წევრებს რაიმე დამატებითი შესაძლებლობები და კომპეტენცია აქვთ, ამიტომ თავისთავად ეს იქნება პრობლემა რომლის პასუხისმგებლობასაც ქართული ოცნება ვერ მოიცილებს და ცხადია რომ იქნება გარკვეული ხრიკები საზოგადოების და ამომრჩევლის დაბნევის მცდელობა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც მთავრობამ და ვერც ქართულმა ოცნებამ როგორც პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში იქნება ეს თუ მთავრობაში რეალურად საზოგადოებას გაუცრუა იმედები და ვერ შეძლო იმ მიზნების განხორციელება რომელსაც ძალიან ხმამაღლა საუბრობდნენ",-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|