Precursorპატივცემულო,
ქართველური ენები ფუძე ენას დაშორდნენ, ძალიან დიდი ხანია
რაღა დღევანდელ დაშორებაზე ლაპარაკობ, სრულიად გაუგებარია.

ხომ არსებობდა წინარექართველური ენა.
ეს ტერმინი არის პირობითი და ხელოვნური.
რადგან არ ვიცით, რას ეძახდნენ იმ ენას მისი მატარებლები.
წინარექართველურ ენას ჯერ გამოეყო სვანური.
მერე ქართ-ზანური დაიშალა ქართულ და ზანურ ენებად.
ტერმინი ზანურიც პირობითი, ხელოვნურია.
ზანური კი თავის მხრივ დაიშალა მეგრულ და ლაზურ ენებად.
ქართველურ ენათაგან ერთმანეთთან ყველაზე ახლოს დგას მეგრული და ლაზური.
ზოგი მეგრულს და ლაზურს ერთ ენად მიიჩნევს, ზოგი ცალკე ენებად.
ანუ, ეს ენები დღეს არის დამოუკიდებელი ენები და ეს არის მოცემულობა.
დღეს ფუძე ენის აღდგენა და დამკვიდრება არის აბსურდი, მგონია, იმდენად დაშორდნენ ფუძე ენასაც და ერთმანეთსაც ეს ენები (მეგრულს და ლაზურს თუ არ ჩავთვლით). დიალექტურ დონეზე განსხვავებაზე ხომ არაა ლაპარაკი...
მე მომხრე ვარ, რომ რეალურად შევხედოთ სიტუაციას.
ვიზრუნოთ ამ ენების შენარჩუნებაზე.
უნდა ხდებოდეს მათი დახვეწა.
ქართული სახელმწიფო ენაა და სულ სხვა დონეზე საჭიროებს მიხედვას.
მეგრულისთვის, ლაზურისთვის და სვანურისთვის კი სხვა მექანიზმების მოფიქრება-დანერგვა უნდა მოხდეს.
სალიტერატურო, სახელმწიფო ენა უნდა შეივსოს დიალექტებიდან და მონათესავე ენებიდან.
ძალიან ბევრჯერ დამიდია აკაკი წერეთლის ეს ფრაზა:
თუმცა, ამითი ქართულ ენას შეემატება სიტყვები, ხოლო კონკრეტულად მეგრულს რა?

ერთი კარგი საქმის გაკეთება, ერთ ენაზე ზრუნვა მეორეს უშველის რამენაირად?

მე, როგორც ამ ენის მატარებელს, მსურს, რომ ჩემი ენა, რომელიც წინაპრებისგან გადმომეცა, შენარჩუნდეს.
მინდა, რომ მეგრულად იწერებოდეს, ითარგმნებოდეს, იქმნებოდეს რაღაცები
მინდა, რომ სკოლაში ეთმობოდეს რამდენიმე საათი მეგრულის გაკვეთილებს
მინდა, რომ ითარგმნებოდეს მხატვრული ფილმები, მულტფილმები
მინდა, რომ სატელევიზიო სივრცეში ეთმობოდეს გარკვეული დრო
მინდა, რომ ეწყობოდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ა.შ.
და ამაში არაფერია არაბუნებრივი...
მეგრულის შენარჩუნებისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ფუძეზე დამაგრებაზე ზრუნვა.
ასე მარტივად ვერ მოგვარდება ეს პრობლემა.
მეგრულის მდგომარეობაზე მოკლედ ვისაუბრე წინა პოსტში.
დავწერე, რომელ დასახლებაში რა მდგომარეობაა ამ მხრივ.
კარგი, ფოთის ამბავი ცოტა სხვანაირადაა, სხვადასხვა კუთხის ხალხი ცხოვრობს
მაგრამ აბაშაში, სენაკში და მარტვილში ადგილობრივები არ არიან უმრავლესობაში?

იქ მაინც რა ემართება მეგრულს, რაც დრო გადის?
ექსპერტების ვარაუდით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში არსებული 7 000-მდე ენიდან ნახევარზე მეტი გაქრება...
ჰოდა, რა ბედი ელის მეგრულს გაქანებული გლობალიზაციის პირობებში, თუ ენის პრესტიჟმა არ აიწია, თუ არაფერი გაკეთდა მისი შენარჩუნებისთვის?
This post has been edited by ფორცხოლი on 7 Jun 2016, 03:24
. .