პრობლემა მხოლოდ ის არაა,რომ გამოუშვეს დამყაჩაღებელი
და სამი ადამიანის მკვლელი, რასაც არც უარყოფს სიუჟეტში,
მაშინ ცუდი კაცი ვიყავიო ამბობს.
უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამას საზოგადოებრივი არხი
ორ სიუჟეტს უძღვნის, ერთს ციხეში ყოფნისას, მეორეს ეხლა,
და მაყურებლისთვის გულის აჩუყებას ცდილობს,
კრიმინალის რომანტიზაციას ეწევა.
ნეტა თავისი ახლობლის მკვლელის ციხიდან გამოშვებაზეც
ასე ისლუკუნებდა ჟურნალისტი ზაუტაშვილი საქვეყნოდ?
ბოროტმოქმედის შეწყალება შეიძლება, შანსის მიცემაც, მაგრამ
ამის პროპაგანდირება დაუშვებელია.