სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
03.09.2016 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში მომხდარ, დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა, 24 წლის ნოდარ ა.–მ, საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა 27 აგვისტოს, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოხდა. გარდაცვლილის ადვოკატის ტარიელ ბალაბანიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს თავის მოკვლის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.
„ვენების გადაჭრა სცადა რამდენჯერმე“, – ამბობს ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი.
მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით იმავე სოფელში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეუფარდებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის ა ქვეპუნქტით იძიებდა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნოდარ ა.ს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]
http://sknews.ge/index.php?newsid=10011ცუდია, რომ ასე მოხდა და სათანადოდ ვერ იქნა საქმე გამოძიებული (იქნებ, სხვებიც ეხმარებოდნენ) და დამნაშავე(ები)-დასჯილი...
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!