სვეტიცხოველი იგივ სიცოცხლის ხეა, შუმერულად დურ-ანქი --- ცისა და მიწის შემაერთებელი ნათლის სვეტი.
ამიტომ გამოისახებიან წმინდანი ნათლის გვირგვინებით და ამიტომ ვლოცავთ წასულებს --- ნათელ ეყოთო!
თანამედროვე მეცნიერებამ უკვე თითქმის სამოცი წელია მიაგნო მის მატერიალურ გამოვლინებას ანტიმატერიის სახით, რომელზეც დღეისათვის მიდის უმთავრესი კვლევები!
ჩვეულებრივი მატერია დემატერიალიზაციას განიცდის ანტიმატერიასთან სინთეზისას და ნათებით ქრება ამ სამყაროდან.
ქრისტე სწორედ ამ მარადიული სხეულით აღსდგა ---დემატერიალიზირებულით.
ანტიმატერია ,,იგივე" მატერიაა, ოღონდ სხვა ბუნებისაა და დროის მიღმა სუფევს.
ამ სამყაროში იგი არის სიტყვის შემდგომი პირველი ქმნილება:
იქმნა ნათელი და განყო შემომქმედმა ნათელი ბნელისაგან.
მეცნიერულად ამას დიდ აფეთქებას უწოდებენ.
დღე და ღამე ეწოდა --- სამყაროს ნათლის სიცოცხლის არსებობას უსასრულო ბნელ-წყვდიადიან კოსმოსში.
დედამიწის ბრუნვა და მზის სინათლის მონაცვლეობა მის ზედაპირზე სულ სხვა ცნებაა დღე-ღამისა.
ნათელი --- დღედ წოდებული იქმნა ფიზიკური სამყაროს შექმნამდე.
ადამის პირველი მეწყვილის შერჩევა ცხოველთა უკვე ქმნილი სახეობებიდან სცადეს, როდესაც მათ ადამი სახელებს არქმევდა და მას შემწე-შესაფერისი არ აღმოუჩნდა არსებულთაგან.
ამიტომაც მოჰგვარეს გაოცება-განკვირვებაი და ფერცხალიდან აღუშენეს მეწყვილე ევაი, პირველი დედა კაცთაი.
თუ ცოტა ყურადღებით წაიკითხავთ შესაქმის დაბადებას, წერია ისიც --- თუ ვინ არიან ღვთისშვილები, რომლებსაც მოეწონათ ადამიანთა ასულები და მათი ცოლებად მოყვანა დაიწყეს, რომელნიც მათ შვილებს უშობდნენ.
ასე გადავიდა სულად ცხოველად ქმნილ ადამის მოდგმაში ღვთის სული ღვთისშვილების მიერ, რომელნიც დაბადების პირველივე გვერდზე არიან აღნიშნულნი, როდესაც შემომქმედი ამბობს:
ვქმნათ კაცი სახედ და ხატად ჩვენდა და დედაკაცად და მამაკაცად ჰქმნა იგინი, ანუ მრავალნი.
პირველ კვირას, როდესაც ყოველივე იხილა რა ფრიად კეთილად და მწვანე ბალახი და ხის ნაყოფნი დაუწესა ყოველივეს საზრდელად, აკურთხა და წმინდაჰყო დღე იგი შაბათი შესაქმისაგან დასვენების აღსანიშნავად --- ადამი ჯერ არ იყო შექმნილი!
წერია ეგ ყველაფერი მკაფიოდ და გასაგებად, თუ როგორ, სად იქმს ედემში სამოთხის ბაღს --- ქვეყანაში, თუ ქვეყანასა ზედა.
წყალთა შორის მყარს ეწოდა ცა...
ამ ცის ზევით წყალია....
Kanskiგადაგეკითხა იქნებ კვლავ შესაქმის დაბადება --- უფრო ცნობიერად...
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab1-5.htm This post has been edited by triumpi on 19 Jul 2016, 20:36