გამოხმაურებები ტრამპის ნატო-ს კომენტარზე
22/07/2016 12:33
დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკა არ დაემხმარება ნატო-ს წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელნი (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ფინანსურ კონტრიბუციას არ გაიღებენ, მკაცრი გამოხმაურებები მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით. ტრამპმა ეს განცხადება ჟურნალ ტაიმსთან ინტერვიუში გააკეთა.
ნატო-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი: “კრისტალურად ცხადია, ჩვენ ვიცავთ ერთმანეთს. მე არ მსურს ამერიკის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა, მაგრამ ორმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა ამერიკის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინი: “ევროპამ უნდა იმუშაოს საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებზე. ძალიან მარტივია, რო დღევანდელ საშიშ მსოფლიოში მეგობრები საჭიროა”.
რესპუბლიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერია, აცხადებს, რომ “ნატო ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსია. ტრამპის განცხადება ახალბედის შეცდომაა”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი: “ეს ადმინისტრაცია, ისევე როგორც ყველა ადმინისტრაცია 1949 წლიდან მოყოლებული, რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, ყოველთვის ნატო-ს მხარდამჭერი იყო და მე-5 მუხლი ამ გაერთიანების საფუძველია”.
სენატორი ბობ კორკერი, ტრამპის მხარდამჭერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: “ბევრი ჩვენგანი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ აშშ თამაშობს გადაჭარბებულ როლს ჩვენი მოკავშირეების დაცვაში, თუმცა თავად ალიანსი ძალიან მნიშვნელოვანია”.
ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ილვესი ტვიტერზე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას: “ჩემი ქვეყანა იმ მცირერიცხოვანთაგანია , რომელიც ნატო-ს თავდაცვის ხარჯების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამასთან ესტონეთი უსასყიდლოდ იბრძვის ავღანეთში”.
დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი: “ჩვენ გვჯერა ამერიკის იმის მიუხედავად ვინ იქნება იქ პრეზიდენტი”.
სენატორი ლინდსი გრაჰამი, ტრამპის მხარდამჭერი: “მე იმედი მაქვს დონალდ ტრამპი არჩეულ იქნება პრეზიდენტად, მაგრამ ამავე დროს იმედი მაქვს რომ ჩვენ მას აზრს შევაცვლევინებთ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ როგორ გრძნობს თავს ვლადიმერ პუტინი – ის ძალიან ბედნიერი კაცია”.
ამავე დროს საინტერესოა რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მანიფესტი, რომელიც ამბობს: “ჩვენ რუსეთის მოქედებებს ისეთივე გადამწყვეტი ნებით აღვუდგებით წინ როგორც საბჭოთა კავშირს, ჩვენ არ შევეგუებით არანაირ ტერიტორიულ ცვლილებებს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ძალით არის თავსმოხვეული, უკრაინასა და საქართველოში, და გამოვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას რათა აგრესიისა და მკვლელობების ჩამდენები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ”.
http://www.euroline.ge/?p=8931
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3