ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დიმიტრი მჭედლიძე ფონდ „იავნანას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს
17:52 01-08-2016
ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დიმიტრი მჭედლიძე ფონდ „იავნანას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, Hartington Group-ის პრეზიდენტი დიმიტრი მჭედლიძე ფონდ „იავნანას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემთვის პატივია, რომ ფონდ „იავნანას“ მხარდამჭერი ვარ 2004 წლიდან, მისი დაარსების პირველივე დღიდან. სხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის, 2011 წელს ჩვენ ერთად განვახორციელეთ საქართველოსთვის ძალზედ საჭირო ღონისძიება - გალა-კონცერტი ბარსელონას საოპერო თეატრ ლიცეუში მონსერატ კაბალიეს პატრონაჟით, სადაც შეიკრიბა ესპანეთის ინტელიგენცია და ეს ქველმოქმედება ჩვენ მივმართეთ აგვისტოს ომის დროს დაობლებული ბავშვების დასახმარებლად. კარაგად ვიცნობ „იავნანას“ საქმიანობას და შექმნილ სიტუაციაში ალბათ, სწორია ითქვას, რომ ფონდს ამ კონკრეტული ავტომობილის (რომელიც განვადებით იქნა გამოყვანილი) და საორგანიზაციო საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა არაერთი ნივთის შესაძენად, ეტაპობრივად პირადად ჩავურუცხე თანხა და მომავალშიც აუციებლად ჩავურიცხავ“, - აცხადებს Hartington Group-ის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დიმიტრი მჭედლიძე.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html