#48695516 · 31 Aug 2016, 08:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sex-tant არა, მადლობა ალლაჰს, ორივე ჯერი, როცა ლოცვა დინამიკებში ისმოდა იყო დღე. მაგით გაღვიძებისგან ღმერთმა დამიფარა.
მოვყვები
ჩავედით სტამბულშიი, შევედით სასტუმროში და ნამგზავრებზე წავიძინეთ, სასტუმრო არის აიასოფიას და სულთანახმედის შორის, რომაული იპოდრომის გვერდზე. ხოდა მაღვიძებს ხმა (ვერ გავერკვიე სად ვარ ძილბურანში) მესმის რომ ვიღაცას კლავენ, დანით ყელს ჭრიან და სადაცაა ხორხს გადაჭრიან, და ის უბედური სიცოცხლის ბოლო მუდარით და ბრძოლით უანგარიშო ხმებს გამოსცემს, შველას ითხოვს, მეძგერა ჩემი ადრენალინი უამრავი, მევთქვი როგორ ვუშველო, ალბათ ვერ მივასწრებ, ეჰ, მკვდარი კაცის ხმა მესმის, ეჰ ის უბედური, პულსი მაქვს 150 და ომისთვის ვარ მზად, და უცებ.. ზუსტად იგივე ინტონაციით ზუსტად იგივე მოთქმა (ახლა მეორე მინარეთიდან ) რომ დაიწყო, მერეღა მივხვდი რომ მოლა იყო და არა მომაკვდავი ყელგადაჭრილი. ერთბაშად მომეშვა და გავბრაზდი.
არავინ უნდა დაუშვას საქართველოში დინამიკებით ამით გაღვიძება. ვბრძანებ.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|