თუ მაგალითად ენგურის შესართავიდან გადატუმბავენ (თან ისე, რომ ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ სისტემებშიც წავიდეს), კიდევ შეიძლება დაფიქრება, თორემ აღმოსავლეთ საქართველოში თვითონ გვაქვს სარწყავი წყლის პრობლემა.
კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ამისთვის მიწისქვეშა წყლის მარაგები გამოიყენონ, ეს ქვეყნის სტრატეგიული რეზერვია და მთლი ეკოსისტემა მაგაზეა მიბმული.
აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები წყალუხვობით არ გამოირჩევა, თან ძირითადად სულ მტკვარს ერთვის და ეს წყალნაკლული მტკვარი კი ჩვენს შემდეგ მთელ აზერბაიჯანს ამარაგებს წყლით. როგორ ფიქრობთ, აზერები რას იტყვიან მაგ ყველაფერზე?!