ინდულგენცია არა ისა...
აგერ წერია ყველაფერი.
უთანხმოებები მანამდეც არსებობდა. იყო გარკვეული კონფლიქტი. პაპმა გამოუგზავნა კონსტანტინოპოლის ურჩ პატრაიარქს ელჩი და მოითხოვა
ეღიარებინა რომის ეკლესიის უპირატესობა (როგორც ეს თავიდანვე იყო). კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უარი განუცხადა. იმ ელჩმა (კარდინალმა)
ანათემას გადასცა პატრიარქი, ხოლო ამანაც თავის მხრივ ეს კარდინალი. არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ფაქტიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქი
არ დაემორჩილა უმთავრეს და უმაღლეს სასულიერო პირს. ანუ გამოეყო. ჩვენი მრევლის უმრავლესობას კი გონიათ, რომ სადღაც რომში ვიღაც მეათეხარისხოვანმა
სექტანტებმა გადაწყვიტეს ეკლესიიდან გამოყოფა, გამოეყვნენ, მოიფიქრეს რაღაც "კათოლიკური ეკლესია" დაისვეს პაპი და ათასი სისულელე. რაც ესმით იმას
იმეორებენ.
https://en.wikipedia.org/wiki/East%E2%80%93West_Schismიგივე მოდელი, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასე. მაგალითად ეს სპირიდონი არ ეთანხმება პატრიარქს,
1 წელი, 2 წელი 10 წელი ... აკრიტიკებს, ცდილობს არ დაემორჩილოს ა.შ. პატრიარქი უგზავნის მოსალაპარაკებლად წარმომადგენელს
და ითხოვს აღიაროს მისი უზენაესობა და დაემორჩილოს მას. სპირიდონი უარს ამბობს, ხდება ორმხრივი დაწყევლა და ა.შ.
მერე ეს სპირიდონი იმ თავის სამწყსოს აჯერებს, რომ ისაა მართალი და ისაა ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტი მიმდევარი.
დანარჩენ (უმრავლესოაბას) მრევლ, ვინც რჩება პატრიარქთან, ასევე სწამს რომ ისინი არიან ჭეშმარიტი მიმდევრები.
რწმენა რწმენაა და ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ სქიზმის მოდელი ესაა.