როგორ ვერ ხვდებიან ზოგიერთები (ან ხვდებიან და თავს იკატუნებენ), რომ
ნაცმოძის დროინდელ საქართველოს სტატისტიკური მონაცემები
სწორედ იმ ბრიყვებისთვის ქვეყნდებოდა, ვისთვისაც დაკარგული ტერიტორიები და
ადამიანთა თვისობრივი გადაგვარება მეორეხარისხოვანი ფაქტორები იყო.
,,სოფლები დავკარგეთ? - მერე რა, ისედაც დაკარგული გვქონდა. ასე რომ, გვკიდია.
ადამიანები არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან? - არა უშავს, 21-ე საუკუნეა, ეგრეა მთელი მსოფლიო. ასე რომ, გვკიდია.
მთავარია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დოლარის კურსი იყოს საჩვენო,
რათა კარგად იცხოვროს ჩემმა ოჯახმა (სხვას დედაც სტირებია), ვსვა და ვთქვლიფო.
მთავარია, ადამიანებს მატერიალური სიკეთეები დავანახოთ და, დანარჩენის დედა არ მოვთხანთ?
გარეგნულად გავალამაზოთ ყველაფერი, ავაშენოთ გზები, ხიდები...
დავანგრიოთ ძველ ფასეულობათა პარადიგმები (იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ ასეთ დროს ადამიანი ძალაუნებურად რეტროგრადირდება
და მის თავიდან მოქცევას ისევ დიდი ძალისხმევა დასჭირდება), ავაშენოთ ახალი, ჩვენეული...
ახალგაზრდა გავხადოთ ჩამშვები, მტირალა, მომჩივანი, ბუჩქნართა და დისკოთეკათა (მხოლოდ) აპოლოგეტი.
ხოლო ნაზიარებნი იმ უნარ-ჩვევათა თანამედროვე სისტემატიზაციასთან, რომლის დამზუთხველნიც
არსებული ხელისუფლების უპროტესტო მონებად აღიზრდებიან, იქნებიან ჭ ე შ მ ა რ ი ტ ი
მ ხ ა რ დ ა მ ჭ ე რ ე ბ ი ნაციონალური ძალისა, რომელსაც წარმოვადგენთ ჩვენ.
ჩვენ ხომ 30 წლითა ვართ მოსულნი?''
აი, დაახლოებით ასეთია იმ ოდესელი უსიყვარულოდ გაკეთებულის საქართველოს სამომავლო ინტერპრეტაციები.
და ყოველივე ამის შემდგომ კიდევ რაღაც არაამქვეყნიურ სტატისტიკურ მონაცემებსა და
დოლარის კურსზე ლაპარაკობთ? და ის მომავალი, რომელიც საქართველოს ეჭყანებოდა ამ 30 წლის განმავლობაში.
არავის გაღელვებდათ?
რა ეკონომიკურ-სტატისტიკურმა მელანქოლიამ დაგრიათ ხელი ?
შეიძლება დღენიადაგ მხოლოდ კუჭის ამოსაყორზე იზლუქუნო და სულიერ-მენტალური მთლად ამოაშთო
ტვინის ნაოჭებიდან?
თუმცა რა...
ასე ფიქრობს, ალბათ, რიგითი ნაციონალი ობივაწელი...
ჰო, ისხედით ახლა და ეძახეთ ქოცებს დებილები, რახან იმას არ კადრულობენ,
რასაც ნაცხროვა კადრულობდა.
რა თქმა უნდა, არ არიან ყველაფერზე წამსვლელი ,,ახალგაზრდა მგლები'',
არც საზღვარგარეთ ჰყავთ დოლები და გარმონები...