აღარ მინდა ამათი Q ნეტი, აფერისტები არიან...
კონკრეტული საბონუსე სისტემა არ არსებობს...
მე გავაკეთებ ეხლა ძალიან მაგარ ბიზნესს:
ხალხის გაუბედურება და ვალებში გადაგდება არ მინდა ამათსავით...
მოკლედ ვიღებ 10 ლარის თვითღირებულების დურექსის პრეზერვატივებს და ვყიდი 100 ლარად...
ვინც იყიდის, იმანაც თავის მხრივ ახალი კლიენტი უნდა მოიყვანოს და ა.შ...
უკვე მეხუთე თაობიდან გავცემ 10%-ს საკომისიოს (ამ Q ნეტისგან განსხვავებით კონკრეტულ ციფრებს ვამბობ)
17 კაცი რომ შეგროვდება, ეს პირველი კაცი უკვე ამოიღებს თავის 100 ლარს და შემდეგზე უკვე მოგებაზე გავა...
მეორე კაცი შესაბამისად კიდევ ერთი კაცის მოსვლის შემდეგ ამოიღებს...
100 ლარი არაა ის თანხა, რომ ვერ გადაიხადოს ხალხმა...
ასობით ათასი ქართველი ჩაებმება და მერე უკვე საზღვრებს გარეთაც გავალთ...
ჯერ ამიერკავკასიის ქვეყნები, შემდეგ რუსეთი, ამერიკა და ბოლოს ჩინეთით დავხურავთ...
მე ავუნაზღაურებ ზარალს ბოლო 17 ჩინელს, ვინც ვერ გავა მოგებაზე...
ასე რომ იმის გარანტიას გაძლევთ რომ წაგებაში არ აღმოჩნდებით...
აგერ პატარა ცხრილი გავაკეთე, 17 კაცზე...
მე მოგება მრჩება 690 ლარი...
ყოველ მონაწილეს უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც კარგად... 17 კაცზეა ეს გათვლილი და ასობით ათას
ჯერ მეტნი ვიქნებით....
თან უშრომელად...
საწყისი კაპიტალიც არაა საჭირო...
ვისაც გსურთ დავიწყოთ

დიდ ფულს ვიშოვით ხალხო

თან არავის არ გავაუბედურებთ...
ხო გადასახადებსაც გადავიხდით, მე - მოგების გადასახადს, თქვენ - საშემოსავლოს...
ბიუჯეტშიც შევიტანთ თანხებს და დავეხმარებით ქვეყანას...
პ.ს. ეს სქემა უნდა დავიწყო ეხლა და საგინებელი ვიქნები მეგობრებო?
ისე არ ვართმევ ფულს, სანაცვლოდ პრეზერვატივს ვაძლევ...
მართალია დიდი ფასნამატით, მაგრამ ეგრე შარდენი უნდა გადაწვათ, 30 თეთრიან წყალს 3-4 ლარად რო ყიდიან...
და რაც მთავარია არავინ ზარალდება, მე ავანაზღაურებ დაზარალებულთა მხარეს...
ჯიგრულ რაღაცას ვაკეთებ ხო?
თან უსაფრთხო სექსის პროპაგანდაც გამოვა...
This post has been edited by Frankens†ein on 17 Oct 2016, 16:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Mens sana in corpore sano...