მაშ ტაქსისტი ქმნის დოვლათს?
საკუთარი ოჯახის მაგალითზე მოგახსენებთ:
ჩემი სიდედრი და სიმამრი სოფელში ცხოვრობენ. გლეხები არიან. ერთი დიპლომირებული ვეტექიმია, მეორე თავის დროზე ლექციებს კითხულობდა რეგიონის ერთ-ერთ ტექნიკუმში. ორთავე პენსიონერია, 80 წელს მიტანებული. ერთი ინვალიდია, კუნთების განლევა აქვს. მთლად ჯანზე არც მეორეა. ორთავეს წნევები, მაღალი პროთრომბინი...
ჰო და ეს ორი მოხუცი ეწევა გლეხურ მეურნეობას. ხნავენ და თესენ ყველაზე ადრე და მოსავალიც ყველაზე ადრე მოყავთ. ისტუმრებენ ნოდებს. ყავთ 4 მეწველი ძროხა, ღორი და ქათამი. მოყავთ სიმინდი. აქვთ პატარა ბოსტანი. ყიდიან ყველს (ძირითადი შემოსავალი), თხილს, ქათამს, გოჭებს, ხურმის ჩირს...
ზაფხულში ბავშვები ჩადიან ბებია-ბაბუასთან და მთელი ზაფხული ნატურალურს ჭამენ და სვამენ. ცავდივართ მე და ჩემი მეუღლეც და მჭადზე, ღომზე, სულგუნზე, ქათამზე, რძეზე... არავითარი პრობლემა არ გვაქვს. მივირთმევთ განუზომლად, ყოველ დღე.
ამის გარდა, ყოველ ახალ წელს მიგზავნიან ღორს (მინიმუმ 80 კგ), 1 წლის მოზვერს, ქათამს, ხურმის ჩირს, ზოგჯერ გოჭსაც... 40 ლიტრ ღვინოს და რამოდენიმე ლიტრ ტყემლის არაყს.
თვეში ან ორ თვეში ერთხელ მაინც მიგზავნიან კვერცხს, სიმინდის ფქვილს, ღერღილს, სულგუნს, სახაჭაპურე ყველს, ქათამს...
ყოველ წელს ჩემდა წილად მაქვს 1 ტომარა თხილი.
არ გვთხოვენ ექიმის ან წამლის ფულს. არ მთხოვენ შეშის ფულს...
არასდროს არ ვრცხვები, თუ მოულოდნელად რამოდენიმე კაცთან ერთად ვეწვევი.
ახლა მეზობლისას გეტყვი, საერთო ღობე რომ გვაქვს.
სახლშია ჯან-ღონით სავსე მუტრუკი, ჯანმრთელი რძლით, შრომისუნარიანი ახალგაზრდა მშობლებით. აქვთ ჩვენზე მეტი მიწა, უკეთესი სახლი და ბოსელი. არ ყავთ არც ერთი ძროხა, არც ღორი. არც ძაღლი. რამოდენიმე ფრთა ქათამი. მუტრუკი ბიჭი თურქეთში დადის სამუშაოდ. ბავშვები სანახევროდ მშივრები ყავთ. ჩვენთან თუ დანაყრდებიან.
ერთხელ მაგალითად მოვუყვანე ჩემი სიდედრ-სიმამრი, რომ არა თუ საკუთარ თავს ირჩენენ, ჩვენც გვეხმარებიან მეთქი. პასუხმა გამაოგნა - "ეგენი ყველს ყიდიან და იმიტომ აქვთო". აღარ ვუთხარი, და ან რა აზრი ქონდა მეთქვა - შენც გაყიდე ყველი და შენც გექნება შემოსავალი მეთქი. მივხვდი, მყარი არგუმენტი ექნებოდა, რომ ყველს რძე უნდა, რძეს ძროხა, ძროხას საკვები...
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 5 Nov 2016, 15:28
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”