http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=46554&cat_id=6საქართველოში ქარის პირველმა ელექტროსადგურმა დეკემბერში დაგეგმილზე 700 ათასი კვტ/სთ–თ მეტი გამოიმუშავასაქართველოში პირველმა ქარის ელექტროსადგურმა დეკემბერში 7 მილიონ 181 ათასი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. როგორც „ქართლი ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს , ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 20 დეკემბერს შევიდა, თუმცა, ნოემბრიდან სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკვე სისტემას მიეწოდება.
ყაზარაშვილის თქმით, კვლევებზე დაყრდნობით არსებობს გეგმა ყოველწლიურად რა მოცულობის ელექტროენერგიის გამომუშავება უნდა მოხდეს, თუმცა ეს პროცესი ქარის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.
„ დეკემბერში გეგმის მიხედვით 6 მილიონ 300 ათასი კილოვატსაათის მიღება იყო დაგეგმილი, თუმცა მიღებულმა შედეგმა გეგმას 700 ათასით კილოვატსაათით გადააჭარბა. ჩვენი მთავარი ამოცანაა სისტემას მივაწოდოთ გამომუშავებული ელექტროენერგია და შემდეგ ის როგორ განაწილდება ჩვენზე არაა დამოკიდებული" აცხადებს ყაზარაშვილი
გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. პროექტის ღირებულება 34 მილიონი დოლარია.
საქართველოს მიერ ელექტროეერგიის წლიური მოხმარება საშუალოდ 11 მილიარდი კვტსთ-ია.
სამწუხარო ინფორმაცია რომან გოცირიძისთვის