ვერ გავიგე დღეში მაძლევს ერთი ადამიანი 15 ლარსო?
მგლების წინააღმდეგ ხასკი ჯობია თუ ჩვენი ნაგაზი?
კაროჩე ამ თემამ მეც გამახსენა რაღაცეები, თუ რა სურვილები მქონდა საახალწლოდ პატარას.. აბა თუ ავუჩუყებ ვინმეს გულს

მაგრამ არამგონია იმ დროს უმრავლესობა ერთ დღეში ვიყავით ალბათ
სიტუაცია და პერიოდი შემდეგი:
რამდენიმე საათიანი რიგიდან მოტანილ პურზე და კონსერვზე გადავდიოდით უმეტესად ოჯახი და რამე ქუჩაში გასაყიდად გატანილი ფასეული ნივთი კაპიკებში თუ გაიყიდებოდა ბედნიერები იყვნენ მშობლები..
სადღეაასწაულოდ გრაფიკით გამოქცეულ დენზე, ჰოლივუდურ ჯადოსნური ფილმების ნახვის შემდეგ მეც მჯეროდა სასწაულების და იმას ვნატრობდი სკოლიდან დაბარებული რაღაცის შესაგროვებელი ფული დამხვედროდა ბალიშის ქვეშ და უხერხულობისგან არ ავწურულიყავი კლასში(ნუ არამარტო მე)
კი მეც ვოცნებობდი დენდის კომპიუტერზე მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ ამის გახმოვანება რა უხერხული იქნებოდა და იმითაც კმაყოფილი ვიყავი მეგობარს რომ ქონდა და მასთან ვთამაშობდი...
თუმცა ამ მდგომარეობების შედარება მაიმც ვფიქრობ რომ უადგილოა.
დღევანდელ სამყაროში ბავშვის ნახირში ყოფნა და განათლების გარეშე დარჩენა კატასტროფაა