mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#49504776 · 16 Dec 2016, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Xoshgeldi
QUOTE | tb-seliQUOTE მაგარი კაცია ოსიპოვი, ძალიან ჭკვიანი
ნამდვილი რუსი ინტელიგენტი, ეგეთები იშვიათი მოვლენაა სამწუხაროდ |
ძმებო, შვილებო! ა. ოსიპოვის, ისევე, როგორც სხვა საბჭოთა თეოლოგების, ნაწერები, ლექციები, გაჟღენთილია უახლესი (XXს.) ერესის _ სერგიანობის სულისკვეთებით. გირჩევთ, მისი და ასევე, ი. კრესტიანკინის, ა. კურაევის, რ. კარელინის, ა. მინდიაშვილის, თ. გიგნაძისა, დ. ქვლივიძის, დ. ისაკაძის და სხვა ,,სერგიანელ“ მღვდელთა ქადაგებების უკრიტიკოდ მიღების ნაცვლად, დაპურდეთ თანამედროვეობის ღირსეულ იერარქთა და ღვთისმეტყველთა _ წმ. იოანე შანხაიელის, წმ. ფილარეტ აღმსარებლის, ამბერკი სირაკუზელის, ს. როუზის, მ. პომაზანსკის, მ. პოლსკის, ნიკოლა ჟიჩელის, იუსტინე ჩელიელისა და მათ სულიერ ძმათა და შვილთა ნააზრევით, რათა მეტად აღგაფრთოვანოთ ამ უკანასკნელთაგან მობერილმა სულიწმიდამ! ბ-ნი ოსიპოვი, ვისაც კარელინიც კი სამართლიანად მიიჩნევს მწვალებლად, ,,წითელი“ პროფესურის ტიპიური წარმომადგენელია (რელიგიური განხრით). არც თეოლოგიაში მისმა სადოქტორო ხარისხმა უნდა გაცდუნოთ, რადგან მან, როგორც რუსეთის მთავარ სასულიერო სასწავლებელში ეკუმენიზმის ლექტორმა, აკადემიური კარიერა მშვიდად მოიწყო (ასე, ილია მეორეც, დიდი ხანია, ღვთისმეტყველების დოქტორია, მაგრამ მას, დოქტორობაშიც, იმდენი ერეტიკული და მკრეხელური აზრი გამოუთქვამს, მათი აღნუსხვა შორს წაგვიყვანდა...). ა. ოსიპოვის, თქვენს მიერ მოტანილ, ვიდეოლექციას აზის კრემლის იდეოლოგის _ საბჭოთა ეკლესიის ბეჭედი: მორჩილებაი ჯერ-არს კაცთა და მერე, ღვთისა! თუ ყურადღებით მოუსმინეთ, შეამჩნევდით, რომ ადგენს ასეთ ფორმულას: გადარჩა არა ზნეობისდამცველი სინედრიონი, არამედ დამნაშავე. თანაც, ამას იგი გვაწვდის არა საკუთარ აზრად, არამედ ქრისტეანულ სწავლებად. სინამდვილეში, ძველი აღთქმის იერარქია იცავდა არა ზნეობას, არამედ მისგანვე გაუკუღმართებულ წესებს და იმასაც არ იცავდა (რისთვისაც ის მკაცრად იმხილა თვით მაცხოვრისგან); ხოლო პირველი ცხონდა არა ავაზაკი, არამედ ყოფილი ავაზაკი (ასე, მეორე ავაზაკიც ცხონდებოდა). თავიდან, ისიც აყვედრიდა ჯერ კიდევ მისთვის შეუცნობელ ქრისტეს, მაგრამ ქრისტეანობამდელმა ქრისტეანობამ _ ,,სავლეობამ“, შინაგანმა კეთილშობილებამ აქცია იგი ,,პავლედ“. ასე, რომ გადარჩა არა ,,სავლე“, არამედ ,,პავლე“. მცირე ხანში, რამდენიმე წუთში, ტანჯვის სისხლსა და სინანულის ცრემლებში ნათლისღებით, მოხდა კაცისმკვლელის ღვთისმოყვარედ ქცევა, ახალ ადამიანად შობა; საპირისპიროდ ადამისა, რომელიც, ,,ძველი კაცი“, ასევე, მცირე ხანში, მეყვსეულად, იქცა ახალ ანუ ცოდვილ კაცად, რითაც გაჰყო ისტორია კაცობრიობისა _ ცოდვითდაცემამდელ და ცოდვითდაცემისშემდგომ ეპოქებად.
ა. ოსიპოვს მოდერნისტთათვის დამახასიათებელი დასკვნისკენ მიჰყავს საუბარი: მთავარია სიყვარული (რაღა თქმა უნდა ფსევდოქრისტეანული გაგებით) და არა მცნებების დაცვა! ,,ავიწყდება“ კია, მაცხოვრისეული ფორმულა: ,,უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი; რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ი. 14, 23-24):
არაფერი მრჯიდა ამ კომენტარის დაწერას, თუ არა თქვენი სიყვარული! წმ. ბარბარეს აღმსარებლურ სულს გისურვებთ!
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 16 Dec 2016, 19:24
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|