#61969908 · 18 Mar 2025, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მაინტერესებს იცით? როდისმე ხომ უნდა ვისწავლით ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის აზრების გათვალისწინება? პირველ რიგში ხალხზე ვსაუბრობ (არაპოლიტიკოსებზე), ნაცების მომხრეებმაც და ოცნების მომხრეებმაც... ანუ მარტო არ უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი, თუ მშვიდად ავუხსნათ და დავარწმუნოთ უკეთესი აზრის/გზის არსებობაში? თუ ქრონიკულად ვერ არწმუნებ მოწინააღმდეგეს, ესეიგი ეს რას ნიშნავს? შენი არგუმენტები მისთვის მისაღები არაა, უნდა მოუსმინო და მისი აზრიც გაითვალისწინო, ასე არაა? 1000 კაციდან 10-ს რომ ვერ დაარწმუნებ, არ უნდა იფიქრო რომ რაღაცას არასწორად ფიქრობ? თუ უფრო მართალია ის რაც ახლა ხდება? ნაცები ქოცებს (ან პირიქით) თუ ვერ არწმუნებენ თავისი შეხედულების სიმართლეში, თავისი აზრის უკეთესობაში, უნდა ვაგინოთ, უნდა ვარტყათ იარლიყები და მოვიძულოთ, დავუპადიეზდოთ და ვძუყნოთ ერთმანეთი? (ნათესავები, ძმაკაცები, ოჯახის წევრები). ეს სწორია? ესაა ევროპულობა? არ მოგწყინდათ ეს ყველაფერი? და ბოლოს, ერთნაირ აზრზე მარტო ჩრდილოეთ კორეაშია საზოგადოება, განსხვავებული აზრია დემოკრატიის სიმდიდრე და სხვისი აზრისადმი ტოლერანტობა... ვიმეორებ, მხოლოდ არაპოლიტიკოს საზოგადოებაზე ვსაუბრობ...
This post has been edited by MUXA on 18 Mar 2025, 15:04
|