მე არსად არ შემიფასებია და არც ვაპირებ მთავრობის ზოგადი ეფექტურობის შეფასებას. თუმცა, ესეც საინტერესოა ჩემთვის რა თქმა უნდა. მაგრამ ორი მარტივი საკითხის ანალიზის გარეშე უარს ვამბობ პოლემიკაში შევიდე ვინმესთან მთავრობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამიტომ აღვიქმები "ქოცგამპრავებლად", რაც მაგრად მკიდია

ვაკეთებ ორ მარტივ საკითხზე ანალიზს :
1. რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორი დოლარის ბოლოდროინდელ გამყარებაში და მიმაჩნია რომ არსებითად მნიშვნელოვანია, უმთავრესი ფაქტორია და დანარჩენები მინიმალური-მეორეხარისხოვანი.
2. დოლარის გამყარებას ფასების ზრდა არ გამოუწვევია - იმპორტიორ ქვეყნებში დოლარის უარესი გამყარებების გამო.
პოლიტიკის ნაწილში:
1. "ლარის დოლართან როგორმე გამყარება" არ არის ლეგიტიმური, საჭირო ან რამენაირად სასარგებლო მიზანი
2. მით უმეტეს დაუშვევბელია ამ საეჭვო მიზნის მიღწევა ლარის მასის შეზღუდვით
3. მთავრობა შეიძლება ებრძოლოს მხოლოდ დოლარის გამყარებით გამოწვეულ შედეგებს (მაგ. "დოლარში სესხების გაძვირბა") და არა თვითონ დოლარის გამყარებას.
აი ამ ბოლო საკითხამდე თუ მივედი ვინმესთან, მერე იქნება და გეთანხმები შე კაი დედ-მამიშვილო რომ მთავრობა დიახ, "დოლარის გამყარებით გამოწვეულ შედეგებს არაეფექტურად ებრძვის"? მაგრამ სანამ ერთმანეთშია აღრეული მთავრობის ბრალეულობა-მოვალეობა-მიზნების საკითხები, მანამდე როგორ შეიძლება დალაგებულ პოლემიკაში შევიდე ვინმესთან?