ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რიგ პროდუქტზე ფასი მოიმატებს, მაგრამ პარალელურად, რიგ პროდუქტზე - დაიკლებს.
კობა გვენეტაძის თქმით, სამომხმარებლო ფასების ზოგადი ინდექსი არ გაიზრდება.
"დღესდღეობით დაახლოებით 295 პროდუქტი არის ჩართული და ყოველწლიურად ხდება ამ სამომხმარებლო კალათის შეცვლა იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს მოიტანს ის გამოკითხვა, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს ამ მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის გამოანგარიშების გასაუმჯობესებლად.
თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება.
აბსოლუტურად მართალი ხართ იმაში, რომ ეს პროცესი მიდის და იმის გამო, რომ ზოგზე ხდება ზრდა და ზოგზე შემცირება, აქედან გამომდინარე გვაქვს ის შედეგი, რომელიც უკვე საბოლოოდ ქვეყნდება. ასე რომ , ერთი ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება და ასევე რომელიმეს შემცირება არ ნიშნავს, რომ მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდება.
ბოლო ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს წლიური ინფლაცია 0,6 %. ეს პროცესი არის აბსოლუტურად საერთაშორიოს მეთოდოლოგიის ქვეშ მოქცეული და მისი შემოწმება დროდადრო მიმდინარეობს", - განაცხადა გვენეტაძემ პარლამენტში ინფლაციის მაჩვენებლებზე საუბრისას.
ბაკს ვავსებდი 75-80 ად, დღეს ჩავასხი 91-ად.
კობა გვენეტაძე გააჯვი რა, 1.65 დააბრუნეთ ნაძირლებო