narikudaა, ბიჯო დაგიკოპირე სხვა ფორუმიდან , თქვენ თან ჭეშმარიტებას გინდათ ეზიაროთ და თან წიგნის წაკითხვაც არ გინდათ ბიბლიის გარდა

ძველ ქართულ პანთეონში არსებობდა ასეთი მზის ღვთაება - ბარბალე/ბარბარე - რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში სწამდათ და ეთაყვანებოდნენ.
ის იყო მზის ნაყოფიერების, დედური ძალის, ბუნების, სიცოცხლისა და ბედის მფარველი ღვთაება. ხალხში ცოცხლობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღეობას, მთელ წელს გაატარებდა ისე, ამიტომ "ბედობის" ჰიპოსტასიც შეერწყა მზის ამ ღვთაებას.
სვანებში ამ ღვთაებას ერქვა - ბარბლაში, ზანები - ბარბოლი.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები).
ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები..
არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა...
საოცარია, რომ წმინდა ბარბარეს დღე დაემთხვა წარმართულ მზის ღმერთ -ბარბალეს კულტს და სახელს. წმ. ბარბარე ხომ რეალურად არსებული ადამიანი იყო!
რა არის კიდევ იცი საინტერესო? წარმართული ბარბალეს დღე როდის იყო ხომ არაა ცნობილი? დეკემბერში?
ლობიანი რა შუაშია - ლობიო ხომ ევროპაში სულ რამდენიმე საუკუნეა რაც გაჩნდა - მგონი იგი ამერიკიდან ჩამოიტანეს როგორც კულტურა...
ბარბარობა წარმართულ საქართველოში ზუსტად დეკემბრის თვეში, ანუ წინასაახალწლოდ იმართებოდა... პრინციპში ეს იყო საახალწლო რიტუალი, რომელიც რამდენიმე დღით უსწრებდა ხოლმე მას...
რაც შეეხება ლობიანს, ვფიქრობ ეს ქრისტიანობის შემდეგ შემოვიდა, რადგან მოგეხსენებათ ამ დროს მარხვაა და ყველისა და ხორცეულისგან დამზადებული კერძები არ გამდგებოდა ქრისტიანული დოგმის მოხედვით, თორემ უწინ (სვანეთში მაგალითად) უფრო ხაჭაპური ცხვებოდა, პრინმციპში ასე იყო მთელ საქართველოშიც: მრგვალი ფორმის ცომეულის კერძები ცხვებოდა.
ვინაიდან ბარბარე იყო მზის ქალი ღვთაება და მისი ნიშანი იყო წრე, ის კვერი, ან ხაჭაპური, რომელიცმის სახელზე გამოცხვებოდა, აუცილებელი იყო ყოფილიყო ასევე მრგვალი ფორმის...
წარმართულიდან მოდის ეს.
და საინტერესო კი ისაა, რომ დეკემბრის ბუნიობაზე -
22 დეკემბერს
იყო ბარბალის დღესასწაული.
ძალიან ბევრი წარმართული ტრადიცია შემორჩა საქართველოში -
და გადაინაცვლა შემდგომ ქრისტიანულ საქართველოში.