sony2005ეს რომ არ დავწერო, შანსი არაა.
ცნობისათვის, ქართლელების და კახელების მენიუ თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
კახელი მეუღლე მყავს, შესაბამისად კახელი მშობლები ჰყავს.
მოიგეს მწვანე ბარათი და ყოველ წელს 6 თვე ცხვირწინ მეჯდნენ.
ერთი პროექტი მქონდა, გადავთხარე ბაღი, რათა დრენაჟი გამეკეთებინა.
რაღაცა ბოლქვები ამოიყარა და ბიჭებს ვუთხარი, მოაგროვეთ და მერე დიასახლის გადავცემთქო.
დავამთავრეთ სამუშაო და ამ გოგოს ვაწვდი ბოლქვებით სავსე ცელოფანს.
თუ გაქვს ბაღი, წაიღე და დათესე, ლამაზი მცენარეაო.
ვერ ვერკვევი მე ყვავილებში.
წამოვიღე და მეუღლეს ვეუბნები, რაღაც იაპონური ყვავილია, აიღე და დარგე სადაც გაგიხარდებათქო.
დარგო.
მომიწია სამი თვით წასვლა კალიფორნიაში.
შემოვდივარ ეზოზე და ეს ჩემი სიმამრი ზის რაღაც ბუჩქთან, დაუდგია სამარილე, "ჩასაწობი" რომ არის, აქ ეგეთს ვერ იპოვი, მანდედან ჩამოიტანა.
მოაწყვიტავს ამ "ბუჩქს" ფოთლებს, ჩააწობს სამარილეში და ახრაშუნებს.
ცოტაც და ბნედა დემემართებოდა.
კაცი ყვავილებსა ჭამდა ოოო.
-ხორცს არ გაჭმევენ სახლში ქალებიიი?
დევერევი ეხლა მაგათ.
მოიცა ბიჯო, რა მაგარი პრასია, მოდი გასინჯეო.
პრასი ყოფილა ის ყოილი.
ახლაც მაქვს ეგ მცენარე ეზოზე, მაგრამ ისე ვართ ერთმანეთისაგან შორს მე და პრასი, როგორც ჟირაფი და ბუღალტერია.