არსებითი შეცდომაა ან დაგავიწყდათ ან თვალყურს არ ადევნებთ, ობამამ მიმართა კონგრესს სირიაზე იერიშის მისატანად და უარი მიიღო, სხვათაშორის რესპუბლიკელების უდიდესი უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა, ისევე როგორც კემერონს უთხრა უარი ბრიტანეთის პარლამენტმა.
ამ თემის პირველ პოსტში გამოთქმული ვარაუდები ყირიმის ჩუქება-გაჩუქებაზე, სურვილიც რომ არსებობდეს, ასე ადვილი გასაფორმებელი არ იქნება, რადგან საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან კავშირებზე ოპოზიცია და მასმედია მწვავედ ურტყამს ტრამპს, პრინციპში რაღა მასმედია როცა ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც ჩართულია, ფლინი ჰაერში გაუკვანძეს ტიპს, თან მეთოდურად, ჯერ აცდიან ტყუილის თქმას და მერე აუგდებენ ფაქტებს, ერდოღანიდან და რუსეთიდან შემოსავლები, ლობისტობა დაუდასტურეს, ისევე როგორც გენ. პროკურორს და ტრამპის კამპანიის რამდენიმე აქტიურ ტიპს რუსეთის ელჩთან ფარული შეხვედრები და ფიცის ქვეშ ტყუილი. ამჟამინდელი ხაზინადარის და კვიპროსზე რუსული ფულის გამთეთრებელი ბანკის კავშირებიც დაალაგეს, ამ სქემით ტრამპმა წინასაარჩევნოდ 100 მილიონი მიიღო. ორი პარალელური გამოძიება მიდის რუსებისგან არჩევნებში ჩარევაზე და მეორე ტრამპის კამპანიის კავშირებზე რუსებთან.
არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი ხდება გაპრეზიდენტებიდან 2 თვის თავზე. ამის პარალელურად ტიპს ისედაც დაბალი ლეგიტიმაცია აქვს რადგან ჰილარიმ 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო, ძალიან ცუდი სტარტია. ამას დაემატა ე.წ მასლიმ ბანი, რომელიც მთავარი საარჩევნო დაპირება იყო და ორი დეკრეტი გამოსცა ტიპმა, მეორე თავიდან გადაწერა და ორივე გაუჩერა სასამართლომ, თან იმის ნაცვლად სასამართლოს დამორჩილებოდა "ე.წ მოსამართლეები" ეძახა. ამის მერე ერთერთი მთავარი ჩავარდნა იყო მექსიკის კედელზე, მე ავაშენებ და მექსიკა გადაიხდისო, რაზეც ასევე წყნარად უპასუხა მექსიკამ ეგრე არ იქნებაო და სულ ბოლო გვირგვინი 2 თვის თავზე იყო ობამაქეარის რეფორმირების/გაუქმების ჩავარდა ე.ი ვერცერთი დაპირება ტიპმა ვერ გაიტანა, საინფორმაციო ომი კელიანის, ბანონის და პრიბუსის წყალობით წაგებული აქვთ, ტიპები ყოველ პირის გაღებისას საოცრებას ამბობენ.
ამ ფონზე როდესაც შუალედური რეიტინგი ქვეყნდება და ტრამპისადმი ყველაზე ლოიალურად განწყობილი მედია საშუალება ფოქსიც კი არ მალავს მის წარმოუდგენლად დაბალ რეიტინგს, ზუსტად ამ დროს რუსეთმა სახეში ააწნა ტრამპს და ქიმიური იარაღი გამოსცადა. ამასაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ყველა დიდი შიდაპოლიტიკური გამოწვევა შეიძლება გადაწყდეს საგარეო პოლიტიკით. ამ ერთი იერიშით ტრამპმა დღის წესრიგი შეცვალა ვაშინგტონში, ახლა ეცდება დროებით მაინც დაზავდეს რესპუბლიკელ ნეოკონსერვატორ ქორებთან, რომლებიც ტრამპს ძლიერად უტევდნენ ბოლო თვის განმავლობაში. რაც შეეხება რუსეთთან მის კავშირებს ეს შეკითხვები დღემდე არ მოხსნილა, მით უფრო დღემდე არ აქვეყნებს თავის საგადასახადო დეკლარაციებს, ხოლო როგორც მის შვილს რამდენიმე წლის წინ აქვს ნათქვამი საგაზეთო ინტერვიუში მათი მთავარი ბიზნეს პარტნიორი რუსული ბანკებია.
რაც შეეხება სირიის საკითხს, ეს იერიში კარგი იყო წითელი ხაზის გასავლებად, თუმცა მთავარი აწი იწყება, საინტერესოა აშშ დასჯერდება არსებულ მდგომარეობას თუ ასადის შეცვლაზე იმუშავებენ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კამპანიის დროს ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ ასადი არც ისე ცუდი ტიპია და უფრო დიდი ბოროტება ებრძვისო. მოკლედ, ასადის ყოფნა-არ ყოფნის საკითხის გააქტიურებით ან პირიქით დაკონსერვებით გახდება გასაგებია კულისებში რუსეთთან დალაგდებიან თუ არა. თუ რუსეთს არ შეაწუხებენ რესპუბლიკელებივე მიახრჩობენ ამ ადმინისტრაციას, რადგან 2 წელიწადში არჩევნებია და ადგილებს დაკარგავენ ტრამპის პოლიტიკის გამო, ობამაქეარიც ამ შიშით არ გააუქმეს თორემ სურვილი ჰქონდათ. თუ რუსეთს აქტიურად შეაწუხებენ, მაშინ რუსეთი გააკეთებს იმას რაც საუკეთესოდ ეხერხება, როგორც ჰილარის გამოუყარეს მეილები ისე გამოუყრიან ტრამპზეც თუ რაიმე აქვთ, მით უფრო სადაზვერვო სააგენტო და პოლიტიკური ელიტები პრაქტიკულად ღიად ამზადებდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ასე რომ რა იქნება ფორუმ.გე-ზე კი არა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოშიც არ იციან