ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე მეტი გადასახადის გადახდა ზამთრის ცივ დღეებს უკავშირდება და ქვითრებში ასახულ გაორმაგებულ გადასახადებს სხვა მიზეზები არ აქვს. კახი კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი. კალაძემ დღეს "ყაზტრანსგაზისა" და გაზის ტრანსპორტირების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოისმინა.
„ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არასწორი გადასახადების გადახდა უწევთ ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის,“- განაცხადა კახი კალაძემ.
http://pirveliradio.ge/?newsid=79348