აბსოლუტურად სწორი აღწერაა...
შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის კანაფით პროვოცირება...
ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა... ფსიქიატრიაში ზუსტად ამისთვის ხმარობდენ კანაფს ასეთი ფსიქიკის ადამიანების გამოსავლენად...
ერთ დღეს შეიძლება კანაფის გარეშეც იგივე ხილვები დაგეწყოს...
გირჩევ ეგ შენი თავგადასავალი ვინმე ფსიქიატრს მოუყვე... (კეთილი რჩევა...)
niniaaშენ მოხუცო არ ინერვიულო...

აბსოლიტურ კავშირშია ამ თემასთან...
საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას უკრძალავენ...
ბოსტნეულს და პურს გენმოდიფიცირებულით გიცვლიან...
კანაფს, ნურას უკაცრავად...
კანაფთან ბრძოლი მეთოდი, მისი მარგინალიზაციაა და ყვლაფერი სისულელის მიწერა, რაც თქვენის პოსტებიდან უხვად მოედინება...
"ჰაშიშისტების კლუბი" (ფრ. Le Club des Hashischins) — პარიზის მხატვრულ-ლიტერატურული სალონი 1840-იან წლებში. ორგანიზებულ იქნა ფსიქიატრ ჟ. ჟ. მორო დე ტურას მიერ, ცდისეულად სწავლობდა ჰაშიშის მოქმედებას ფსიქიკაზე...


კლუბის ისტორია...
კლუბის წევრები იკრიბებოდენ კუნძულ სენ-ლუიზე, სასტუმრო "ლოზენ"-ში, პირდაპირ პარიზის ცენტრში, არაბულ ბურნუსებში გამოწყობილები და მიირთმევდენ მაგარ ყავას. ყველა მსურველს შეეძლოთ გამოეყენებიათ დავამესკი- მწვანე ფერის ერთგვარი ჰაშიშიანი "პავიდლო" - რომლის შემადგენლობაში შედის ძირა, მიხაკი, ჯავზის (მუსკატის) კაკალი, ფისტა, შაქარი, ფორთოხლის წვენი, რძის კარაქი, კანტარიდის ექსტრაქტი და დიდი რაოდენობით ჰაშიში. აღნიშნული პროდუქტი შემოქონდათ ალჟირიდან...
ეკზოტიკური ჩვევების სალონმა, საფრანგეთის ბევრი ცნობილი ლიტერატორის ინტერესი გამოიწვია.
კლუბის განსაკუთრებულად აქტიური წევრები იყვნენ, ოცდაათი წლის თეოფილ გოტიე, რომელმაც 1846 წელს დაწერა ნოველა "ჰაშიშIსტების კლუბი", აგრეთვე ჯერარ დე ნერვალი, ოცი წლის შარლ ბოდლერი და ორმოცი წლის ალექსანდრე დიუმა-მამა, რომელმაც ამ პერიოდში დაწერა თავისიცნობილი რომანი "გრაფი მონტე კრისტო"...
"გრაფი მონტე კრისტო" შეიცავს ცნობებს ჰაშიშის ზემოქმედების შესახებ - მთავარი გმირითვის ცნობილია და დიდი მოყვარულია იმ წლებში იშვიათი პრეპარატისა. ტექსტში მოხსენებულია ეგვიპტური დამავესკი და ჰაშიშის აბები. დამავესკის მოქმედების დაწვრილებით აღწერაა I ტომის, II ნაწილის, X თავში ("სინდბად-მეზღვაური"), სადაც მონტე-კრისტო უმასპინძლდება ახალგაზრდა ბარონ ფრანც დე'პინეს, რომლის საშუალებითაც ცდილობს შევიდეს პარიზის მაღალ საზოგადოებაში. გარკვეული დროის შემდეგ ბარონი გრძნობს "საოცარ გარდაქმნას, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა, მთელი შფოთი საღამოს მოვლენებიდან გამომდინარე ქრება როგორც დასვენების პირველ წუთებში...
კლუბმა იარსება 1844-დან 1849-მდე...
P.S.
სამივე მუშკეტერიც ამ კლუბში ყოფნისას დაწერა დიუმამ...
არაბული ბურნუსი...
This post has been edited by като тбилисели on 27 Jan 2017, 12:53