A10
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 34138
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
|
#49887407 · 8 Feb 2017, 20:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაშა მესხი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც „ბორდს“ არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს 19:21 08-02-2017 ლაშა მესხი - საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც „ბორდს“ არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც „ბორდს“ არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს, - ამის შესახებ მაუწყებელში პროფკავშირების წარმომადგენლებსა და არხის თანამშრომლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ჟურნალისტებს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, „მოამბის“ ჟურნალისტმა ლაშა მესხმა განუცხადა, საინიციატივო ჯგუფში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი პროფკავშირების წევრები.
ლაშა მესხის განცხადებით, მნიშვნელოვანია „ბორდმა“ გაითვალისწინოს ის, რომ არ მოხდეს რაიმე ცვლილება, სანამ არ იქნება წარმოდგენილი ალტერნატიული ხედვები. მისივე განცხადებით, ის მოსაზრებები, რომელიც დღეს აღნიშნულ შეხვედრაზე თანამშრომლების მხრიდან იყო წამოყენებული, წერილობითი ფორმით გადაეცემა არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს და იმედოვნებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროფკავშირის წარმომადგენლები შეხვდებიან ასევე არხის ხელმძღვანელობას და მოხდება მათი პოზიციების გაცვლა.
ლაშა მესხის განცხადებით, არხზე მომუშავე თანამშრომლებს აღნიშნულთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არ აქვთ. ”ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თანამშრომლებში არის სრული ერთიანობა და ამ ერთიანობიდან გამომდინარე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში მიმართავს „ბორდს“ და წარუდგენს კონკრეტულ ალტერნატიულ გეგმას, ან გეგმებს, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს მუშაობა. ვიმედოვნებთ, „ბორდი“ გაითვალისწინებს განვითარებულ მოვლენებს და მოგვცემს საშუალებას, ეს გეგმა წარვადგინოთ, რადგან დრო ამ შემთხვევაში ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.
თავად გეგმის შემუშავებაზე ჩვენ აქტიურად დავიწყებთ შეხვედრებს. შეხვედრა თუკი მოესწრება, შეიძლება გაიმართოს დღესაც ან ხვალ და ვეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ჩვენეული ხედვის ან ხედვების წარდგენა არხის „ბორდთან”, - განაცხადა ლაშა მესხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირისა და მედიის პროფესიული კავშირის ინიციატივით გამართული შეხვედრა არხის თანამშრომლებთან დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას რიგი გადაცემების წამყვანებსა და პროდიუსერებთან ერთად საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. * * * ფაქტიურად დახურეთ არხიო, ესე ამბობს ბრეჟნევ-მალადოი
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო 09:27 09-02-2017 გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს.
„დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო. ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას იმისთვის, რომ იყოს სხდადასხვა მიდგომების ჭიდილი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს.
მინდა წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება ძალიან დიდი ფუნქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერმა.
--------------------
დედისტყვნა ბიძინას! მამისტყვნა კობახიძეს! საქართველოს დიდება და გამარჯვება!
|