#50328224 · 9 Apr 2017, 11:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
► ზამთრის პერიოდში ელ. ენერგიის ყოველწლიურად შემცირებული იმპორტი: 200 მლნ კვტ.სთ. ►„დარიალი ჰესი“ საქართველოში და EBRD-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით დაფინანსებულ პროექტებს შორის პირველი კარბონ-ნეიტრალური ჰესია. ► სოციალური პასუხისმგებლობა: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: · ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200 ჰა-მდე ტყის განაშენიანება, რაც გულისხმობს 400,000 ნერგის დარგვას. ნერგების საჩითილეს მოწყობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დარგვის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში. · თევზსავალის მოწყობა · ბავშვთა რაგბის გუნდ დაფინანსება ► პროექტი განხორციელდა ფიზიკური და ეკონომიკური გასახლების გარეშე. ასევე მინიმალური იყო გავლენა რეგიონის ბუნებაზე. ►„დარიალი ენერჯის“ პროგრამის ფარგლებში, კომპანიის თანადაფინანსებით, დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც მყინვარის და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს. ►2014 წლის EMEA Finance საფინანსო პროექტების დაჯილდოვების ცერემონიაზე, სს „დარიალი ენერჯის“ ჯილდო მიენიჭა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ჰიდრო პროექტის, „დარიალი ჰესის“, განხორციელებისთვის. სს „დარიალი ენერჯის“ EBRD-ის მდგრადი განვითარების 2017 წლის კონკურსზე მიენიჭა ვერცხლის ჯილდო. ► პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა დანადგარები . ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სექტორში ქართულმა კომპანიებმა, უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით უპრეცედენტო ტექნიკური გადაწყვეტილებები დანერგეს ქვეყანაში.
--------------------
მიზეზის გარკვევამდე განაჩენი მხოლოდ ხისთავიანებს გამოაქვთ !!!
|