ამ ფაქტიურად უფასო პაკეტით ეგრეა.
მე ვისაც დავუზღვიე ახლობლებს ამ უფასო პაკეტით მანქანა, სეტყვა არ ამიღია.
არ გვინდაო და ხო არ შევეხვეწებოდი

თუმცა ძაან ძლიერი სეტყვის დროს გადააჭარბებს ალბათ ზარალი 10%-ს.
მაგალითად 5000-იანი მანქანა რო დაისეტყვის ისე, რომ წინა და უკანა მინები ჩაუმსხვრიოს და მთლიანი თუნუქიც გასაკეთებელი იყოს.
თუ გიღირს ამ შემთხვევაში წელიწადში 6$-ის (თვეში 50 ცენტი) გადახდა, გადაიხდი, თუ თვლი რომ არ გიღირს, არ გადაიხდი.
ამ უფასო პაკეტშია ღირებულების 10% ფრანშიზა.
სტანდარტული დაზღვევის დროს ფრანშიზა არის ავტომობილის ღირებულების 1%, ზარალის 10% ან სულაც უფრანშიზო.
გააჩნია რომელს აირჩევ,
ჩემი რეკომენდაციაა, რომ დაზღვევას თუ გადაწყვეტთ, 1%-იანი ფრანშიზა არჩიოთ

ანუ ფრანშიზა იქნება 100$.
უფრანშიზო რომ აირჩიო, დაზღვევის ღირებულებას 100%-ზე მეტით ზრდის.
ანუ რამე რო მოგივიდეს და 100%-ით აგინაზღაურონ, მაინც წაგებაში ხარ.
100$ რომ გამოეკლოთ და ისე აენაზღაურებინათ, მოგებაში იქნებოდი

ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ იმ მიზნით არ აზღვევ რომ წელიწადში რამდენიმე შემთხვევა შეიძლება მოგივიდეს

მაგ შემთხვევაში 0%-იანი ჯობს.
მაგრამ შეიძლება წლები ისე იყო დაზღვეული, რომ არ მოგივიდეს შემთხვევა და რატო უნდა იხადო ტყუილად ზედმეტი 0%-იან ფრანშიზაში.
ჩემს ოჯახის წევრებს და ახ,ლობლებს, ვინც მეკითხება რჩევას, მასე აქვს დაზღვეული.
ჩემს თანამშრომლებსაც, ვინც კარგად არის ჩახედული სისტემაში

თუმცა ზოგს 0%-იანი ურჩევნია.
100% დაზღვევა აქვს ძმაო
This post has been edited by Frankens†ein on 14 Jun 2017, 12:40
Mens sana in corpore sano...