#59962413 · 30 Dec 2022, 18:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქუთაისთან ახლო სოფლის გამგეობაში მქონდა ოფისი. ამავე სოფელში ბურების მასიურ ჩამოსახლებას აპირებდა სააკაშვილი, იმ მიწებზე რომლებსაც ეკომიგრანტი სვანები საძოვრად იყენებდნენ. მოვიდნენ გამგებელთან საქმის გასარჩევად და ეკითხებიან ვიზე აპირებდნენ მათი საძოვრების გადაცემას. გამგებელმა უპასუხა ბურებს უნდა მივყიდოთო, სვანებმა მაგენი ვინ არიანო, აფრიკელი ფერმერებიო უპასუხეს, ზანგები არიანო?, არა თეთრებიო, დაიბნენ თუ აფრიკაში ცხოვრობენ თეთრები როგორ არიანო, ჰოლანდიელები არიან აფრიკაში გადასახლებულნიო უპასუხეს, კი მარა ბურები არიანო და ჰოლანდია რა შუაშიაო დაიბნენ.
|