SACHKHEREმაგის დასაწერად შემოვედი სწორედ, შარშან მქონდა ბედნიერება ალანიიდან გამოვყოლოდი ეგეთ "ავტობუსს"...
სხვა შანსი უბრალოდ არ მქონდა...მუსლიმური დღესასწაული იყო, არც თვითმფრინავზე იყო ბილეთები..არც რეისის ავტობუსებზე
დავიგინები თუ ეგრე საშინლად ოდესმე მემგზავროს..
ჯერ მასტი ამხელა ავტობუსით გატენილი ბავშვებით, წამოვიდა სრულიად წარმოუდგენელი გზით, ტუპიკ-ტუპიკ შიდა გზებით..
ალანია-ქონია-ქაისერი-სივასი-ტოკატი და სამსუნში გამოვიდა ზღვაზე..გადმოჭრა რა მთელი თურქეთი..
100-120 იყო ჩვეულებრივი სიჩქარე.. ზოგჯერ უფრო ზემოთ ადიოდა ...მოქროდა რა...თან ღამე..
იქ ეტყობა ჟანდარმერია იცოდა არ იყო და აწყვეტილი ჰქონდა..
ნუ აქა იქ ისმოდა უკმაყოფილო მშობლების ჩუმი პროტესტი..მარა ჯგუფის ლიდერი ამშვიდებდა რო "ზაქრომ ხუთი თითივით იცის ეს გზები და ჭიპი აქვს აქ მოჭრილი"

სანამ ტრაბზონში შევედით დაგვათენდა ..და ეს მაინც აგრძელებდა გონკაობას...ნუ ორჯერ ყვითელ-წითელზე გადაირა..მერე ჩვენსავით ღრუზინულ ავტობუსს დავეიწიეთ, მგონი ბულგარეთიდან მოდიოდნენ ისინი, წავიდა სიგნალები და რამე ..ზუსტად 5 წუთში..პოლიციამ ჯერ ისინი გააჩერა და მერე ჩვენ..
ვიღაცას გადმოუცია რო გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ორივე და ორივე ავტობუსის მძღოლს მოთხოვეს სწორედ ეგ დისკი..რაზეც შენ დაწერე, (მე არც ვიცოდი მაქამდე მაგ დისკის არსებობა ავტობუსში შარშან გავიგე)..იწერს თურმე ისტორიას ..ძრავა რამდენს ავითარებს..
ხოდა ჩემი ფეხები ორივე ავტობუსს ჰქონდა დაზიანებული ეგ დისკი..ანუ არაფერს არ იწერდა და ხიეს ორივე მძღოლს უზარმაზარი ჯარიმა..
აი უნდა გენახათ მერე ენის ამყრალება - მძღოლმა დამიმატეთ უფულოდ ვრჩები ამხელა ჯარიმის მერეო-- ანსამბლის ლიდერები და მშობლები რას ქვია დაგიმატოთო..მოკლედ სანამ სარფში გადმოვედით საშინელება ხდებოდა ავტობუსში... მე სარფში ჩამოვედი ეგრევე ..ხო ტრაბზონში კონდიციონერი გაუფუჭდა კიდე ..დაიხუთნენ ბავშვები...
რაც შეეხება "ფესტივალებს" აბსოლუტურად ტუფტაა ეს "ბავშვთა ფესტივალები" თვითონ თურქებისგან ვიცი ..ადგილზე ტურისტულის მენეჯერი სასტუმრის ადმინისტრაციის დონეზე აგვარებს "ორგანიზაციულ საკითხებს" და სპორტულ მაღაზიაში ყიდულობს რაღაცა თასებს.."გამარჯვებულებისთვის" ..
მოგებას ტოვებს თავად ბავშვთა ანსამბლის გამგზავრება ...თითო ბავშვს და მის მშობელს იმხელა თანხას აძრობენ (მგზავრობა+სასტუმრო) რო უფასოდ მიდის თავად ანსამბლის 2-3 "ხელმძღვანელი" და მათი ოჯახის წევრები ..2 მძღოლიც...უფასოდ ცხოვრობს რაღაცა 2 ვარსკვლავიან სასტუმროში (რეალურად 15 დოლარი რო ღირს ღამე) და დიზელის ხარჯი გარდა კიდე "რაღაცა რჩება"..
მაგარი მისახედი თემაა..ბავშვთა უსაფრთხოება არის ყველაზე ბოლო ამ ჩამონათვალში..უბრალოდ როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი შვილი რო ჯერ მაგ "ავტობუსში" ჩასვა (რაღაცა მოძველებული 20 წლის ავტობუსებია ძირითადად) და მერე ამხელა გზაზე გაუშვა..
თბილისიდან ანტალია-ალანიამდე არის ბლინ 1900 კილომეტრი და თბილისიდან სოფიამდე 2200 კმ...
2 ან 2,5 დღე გზაში ხარ წინ და უკან
This post has been edited by guriaaa on 17 Jul 2017, 01:36