საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კოხტა კოდუა დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კოხტა კოდუა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით.
2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კოხტა კოდუა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კოხტა კოდუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე კოხტა კოდუას საქართველოში პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე აქვს მისჯილი. ერთი ეხება ე.წ. კასრების საქმეს, ხოლო მეორე - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას.
http://1tv.ge/ge/news1/view/173240.htmlდემოკრატიის შუქურას ებრძვიან
კაცი სახეში ატყლაშუნებინებდა ლიბერალურ წამონაზარდს დამნაშავის რუსულ სახეზე და აკავებენ
აღსდექ ერო
იმარჯვე კასტილი!!!
მოდერ
მოდუას მაგივრად კოდუა ჩასწერე სათაურში
This post has been edited by SPLIYVI on 7 Aug 2017, 20:15