'ახალი ძალების რუხის' ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყველა რეგიონიდან ახალ უმაღლეს რადაში 300 წესიერი კანდიდატის შერჩევას გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
'ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, შევკრებთ 300 ნორმალურ სპარტელ - დეპუტატს, რომლებსაც უმრავლესობა ექნებათ უმაღლეს რადაში, რომლებიც ხალხთან ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომ ისინი იქ მხოლოდ ერთი კადენციით არიან, გააკეთებენ რეფორმას და პოლიტიკიდან წავლენ" - განაცხადა სააკაშვილმა.
'ჩვენ გვეყოლება ახალი უმაღლესი რადა, ახალი ადამიანები. უნდა მოიძებნოს 10 წესიერი ადამიანი ყოველ რეგიონში - ეს ბევრი არ არის. მე სელექციით ვიქნები დაკავებული, შევარჩევ ამ ადამიანებს და დავეხმარები მათ - ახალგაზრდებს, ახალ თაობას, მოვიდნენ ხელისუფლებაში - თქვა სააკაშვილმა
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელისუფლებო კაბინეტებზე პრეტენზია არ აქვს: 'მე თანამდებობები არ მჭირდება. მქონდა სხვადასხვა თანამდებობა, სხვადასხვა შემოთავაზება პოროშენკოსგან, მასზე უარი ვთქვი. პრემიერობაზე ორ ან სამჯერ ვთქვი უარი'.
'როდესაც 300 ახალი დებუტატი იქნება, იქნება იმპიჩმენტის კანონიც, მინდა ვნახო, როგორ უგულვებელყოფს ნებისმიერი პრეზიდენტი ხალხის მოთხოვნას' - თქვა მან
იმპიჩმენტის კანონი , ხელშეუხებლობის კანონი დებუტატთა გამოწვევის კანონი , დებუტატების შეთანხმება, რომ ისინი უმაღლეს რადაში მხოლოდ ერთი ვადით არიან - ამით ყველაფერი დასრულდება. მათ უნდა ხორცი შეასხან რეფორმებს და შინ წავიდნენ, წავიდნენ ისტორიაში - აღნიშნა სააკაშვილმა
მან აღიარა : 'ორი კადენცია დავასრულე საქართველოში - ძალიან ვამაყობ, რომ გავხდი ისტორიის ნაწილი, მე მეტი არაფერი მინდა'.
სააკაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ მოქმედ პრეზიდენტთან მას პირადი კონფლიქტი არ აქვს, მაგრამ პოროშენკოს მისი ეშინია
http://www.info9.ge/politika/178650-saakas...html?lang=ka-GE