#51937371 · 4 Jan 2018, 08:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლამის თვეში ერთხელ ტრიალებს ეს თემა და კიდევ ერთხელ დავწერ, ივანიშვილისადმი ჩემი სიყვარულის ამბავი მოგეხსენებათ, მაგრამ ამჯერად ვერც ივანიშვილი შეცვლის ამ მოცემულობას და ვერც რომელიმე სხვა, ვინაიდან და რადგანაც გალის რაიონის სოფელ საბერიოში (რუსულ-აფხაზური კონტროლის ქვეშ მყოფი) არსებული "რუბილნიკის" მეშვეობით წყდება სად რა ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ მხარეს არის ფაქტიურად მხოლოდ კაშხალი და სხვა არაფერი
- ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობები თაღოვანი კაშხლის პარალელურად აშენდა ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობები – სამშენებლო გვირაბები, სადაწნეო დერივაციული გვირაბი წყალმიმღებით, მიწისქვეშა სადგურის კვანძი და უდაწნეო წყალგამტარი გვირაბი. ეს ჰიდრონაგებობები ერთ–ერთი ძირითადი რგოლია ენგურჰესის კასკადის სისტემაში.
სადაწნეო დერივაციული გვირაბი ენგურიდან ხეობის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ის არის ენგურჰესის ერთ–ერთი უმთავრესი ჰიდრონაგებობა, რომელიც ჯვარის წყალსაცავიდან წყალს საბერიოს მიწისქვეშა ელექტროსადგურს აწოდებს. ამავე დროს,მდინარე ენგური 3.15 კოლომეტრის სიგრძის სადაწნეო გვირაბით გადადის ერისწყლის აუზში"
ხოდა ისტერიკების და მჯიღისცემის გარეშე, ალტერნატივას რას ხედავთ, რომელმა მთავრობამ რა უნდა გააკეთოს ამ მოცემულობის შესაცვლელად? ან უნდა გადავიდეთ და დავიკავოთ გალის რაიონი თუ არა, მინიმუმ ეს საბერიო მაინც, რაც უტოპიაა ან კუდამოძუებულებმა, მთავრობიან-ხალხიანად ვიწუწუნოთ მთავრობის უტრაკობაზე, თუმცა გულის სიღრმეში ყველამ ვიცით რომ ამ ეტაპზე არც არანაირი გამოსავალი არ სჩანს ამ მდგომარეობის შესაცვლელად. მიშისტები ქოცების უტრაკობას დააბრალებენ მუხტის შესაქმნელად, ქოცები მიშისტებს შეახსენებენ რომ მათ დროსაც ასე ხდებოდა და სულ ეგ არის. მაქსიმუმ ნაზლო კაშხალი შეგვიძლია დავცალოთ რომ არც არანაირი ელ-ენერგიის გამომუშავება არ მოხდეს (ეგაც გაგვივა თუ არა, საკითხავია)
This post has been edited by Asmeta1084 on 4 Jan 2018, 08:30
|