no_one1. იმპორტი გაქვს წლის მცირე მონაკვეთში როცა პიკური დატვირთვაა. 2. ახალი პროეკტები ხორციელდება და კიდევ მეტის განხორციელებაა შესაძლებელი.
akoako_1987არ არის აუცილებელი მაინერი 24/7ზე ამუშაო 365 დღის განმავლობაში.
ზოგადად ელ.ენერგიაზე მოთხოვნა ძალიან მერყებს დღის განმავლობაში, და საღამოობით აღწევს პიკს. სახელმწიფოს კი უწევს ამ პიკური გამომუშავების (ან იმპორტის) მზად ქონა 24/7 ზე. არც ისე რთულია მაინინგ ფერმები დაარეგულირო ისე რომ პიკური დატვირთვის საათებში ნაკლებ ელ-ენერგიას მოიხმარდნენ და პირიქით.
iboჩინეთში მაინინგის სავარაუდო აკრძალვას (რომელიც ჩემი აზრით არ მოხდება ან მოხდება ის რომ უბრალოდ ბიტკოინის ნაცვლად "ჩაინაკოინზე" იმუშავებენ) სხვა მიზეზები აქვს ვიდრე შენ დაწერე. ჩინეთში ვცხოვრობ (ჰონგ კონგში) და ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა ამ სფეროში მოღვაწე ხალხთან

უმთავრესი მიზეზი არის ის რომ ჩინეთის მთელი სახელმწიფო ფილოსოფია ცენტრალიზებაზეა დაფუძნებული ხოლო კრიპტოვალუტების მთავარი მიზანი დეცენტრალიზებაა. არც ისე დიდი ხნის წინ აკრძალა ჩინეთმა კრიპტოვალუტების შესყიდვა და მიზეზი იყო ის რომ დიდი რაოდენობით ჩინური კაპიტალი მიედინებოდა კრიპტოებში. ამის პასუხი იმ ხალხის მიერ ვისაც კრიტპოში ფულის ჩადება უნდოდა იყო ის რომ თუ ვერ ვიყიდით მაშინ გამოვიმუშავებთო და დაიწყო მაინინგ ფერმების ბუმი ჩინეთში. მთავრობის შესაძლო პასუხი რა თქმა უნდა ფერმების აკრძალვაა.
ereklebarvგეთანხმები ნაწილობრივ, თუმცა ვფქირობ რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში რომ ნავთობი გვქონდეს და არ მოვიპოვოთ იმის გამო რომ გარემოსთვის საზიანოა ნავთობი.
* * *
pekineliპირამიდა არაა, უფრო ბუშტია. 5 წელიწადში არსებული კოინების აბსოლიტური უმრავლესობის ფასი ნული იქნება. ამაში გეთანხმები, მარა სხვა დანარჩენში არა.
ძალიან მაგარი იდეაა ბლოკჩეინის უკან და იმის თქმა რომ არაფერში იხარჯება დრო, ენერგია და ფული არასამართლიანია. თითქმის იგივეა 90იანებში .comზე(ინტერნეტზე) მომუშავე ხალხისთვის რომ გეთქვა არაფრის გამო იხარჯებითო. თუმცა ინტერნეტი ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ადამიანების.
მიწა, სასმელ წყალზე და საკვებზეც გეთანხმები თუმცა პირდაპირ კავშირვს ვერ ვხედავ ამ საკითხთან. თუ ფიქრობ რომ ყველანაერ ტექნოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ და მიწას მივუბრუნდეთ მაშინ ძალიან შორსაა მე და შენი შეხედულებები.