გოგი წულაია:
თბილისში სასწრაფოს ექიმს აქვს 1 500 ლარი ხელფასი, ხოლო ქუთაისში 400-500 ლარი
„ტვ პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ხელფასებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუღებელია, როცა თბილისისა და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მკვეთრად განსხვავებული ხელფასი აქვთ.
„კატასტროფაა, როდესაც თბილისში სასწრაფოს ექიმს აქვს 1 500 ლარი და ქუთაისში სასწრაფოს ექიმს აქვს 400-500 ლარი ხელფასი. რას მეუბნება სახელმწიფო, რომ თბილისელი მოქალაქის გადარჩენისთვის 10 ლარს ვიმეტებ და შენ – ქუთაისელო, თელაველო, ბათუმელო თუ ახალციხელო, კაპიკი მიჯდები?! შენი სოცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უღირს კაპიკი, თბილისელის 10 ლარი“, – განაცხადა წულაიამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ახორციელებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა. შესაბამისად, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებისა და დამხმარე პერსონალის ხელფასების შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ ცენტრისგან მივიღეთ.
მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თიოთეული ბრიგადა თვეში საშუალოდ 7-8 მორიგეობას ასრულებს, შესაბამისად, ექიმის ყოველთვიური ხელფასი 663 ლარს უტოლდება.
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ფუნქციას არ ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. თბილისში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სერვისს მოსახლეობას ქალაქ თბილისის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ აწვდის. 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, ამ ცენტრს ყოველდღიურად ემსახურება 97 სამედიცინო ბრიგადა. ცეტრში დასაქმებულია 375 უფროსი ექიმი, 392 უმცროსი ექიმი, 362 მძღოლი.
თბილისის ცენტრის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება საათობრივი ნიხრით იანგარიშება. ექიმი ერთ საათში 7.4 ლარს, უმცროსი ექიმი – 6 ლარს, ხოლო მძღოლი 5 ლარს იღებს.
ვინაიდან თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა დაზუსტებულ მონაცემს, საშუალოდ რამდენს შეადგენს თბილისში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, ექთნისა და მძღოლის ხელფასი, დამატებითი ინფორმაციისთვის ცენტრს მივმართეთ. ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სოლომონ როსტომაშვილმა, ჩვენთან საუბარში დააზუსტა, რომ თითო მორიგეობა 24 საათიანია და ერთ ბრიგადას თვეში საშუალოდ 7.75 მორინგეობა უწევს. შესაბამისად, დგინდება, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი თვეში საშუალოდ 1 376 ლარს, უმცროსი ექთანი – 1 116 ლარს, ხოლო მღოლი – 930 ლარს იღებს.
დასკვნა
როგორც კვლევამ აჩვენა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის და თბილისის ცენტრების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების ხელფასები მართლაც განსხვავებულია. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის შემადგენლობა თითქმის 2.5-ჯერ მეტ ხელფასს იღებს ყოველთვიურად, ვიდრე იღებენ ქუთაისის ცენტრის თანმშრომლები. საშუალოდ, სასწრაფოს ექიმი თბილისში 1 376 ლარს, ხოლო ქუთაისში – 663 ლარ ხელფასს იღებს ყოველთვიურად.
http://factcheck.ge/article/thbilisshi-sas...i-400-500-lari/პ.ს. რატომ უხდის ერთდაიგივე სამსახურის გაწევაში თბილისელ ექიმს სახელმწიფო 2,5-ჯერ მეტს ვინდე რაიონში მყოფ ექიმს და რატომ ფასდება არათბილისელების ჯანმრთელობა 2,5-ჯერ ნაკლებად.
მერე რატომ გამორბის ყველა თბილისშიო, რატო იცლება რაიონებიო.
This post has been edited by levanius7 on 15 Jan 2018, 20:49