https://www.facebook.com/LashaBerulahttps://www.facebook.com/photo.php?fbid=106...&type=3&theaterანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია , ეს მოძრაობა შექმნილია ნაც მოძრაობის ორგანიზაებით , ეს ორი ადამიანიც რომელებიც ხოტბას ასხამენ ნაც მოძრაობას
პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით არის შექმნილი ეს მოძრაობა
როგორც სხვადასხვა ენგეოები, ეკა გიგაურის სახით, რომლებიც ნაცების სატელიტები არიან
ამოფარებულები არიან პოლიტიკურ პარტიას , ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესი, არანაირი ეროვნული და სახელმწოებრივი თვიშეგნება არააქვთ ამ ხალხს
ცალკე ორგანიზაცია რომ იყოს, გულანთებული პატრიოტებით დაკომპლექტებული ეს მოძრაობა , ამაზე კარგი არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ პოლიტიკურად ანაგაჟირებულები არიან სისხლიდან ხორცამდე
ქაცარავაც ერთ-ერთი იმათგანია
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის პოზიცია:
ოჯახი: არჩილ ტატუნაშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ნუ გამოიყენებთ
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის პოზიცია ჟურნალისტებს ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა გააცნო. "ნუ გამოიყენებთ არჩილ ტატუნაშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის", -აცხადებს ტატუნაშვილის ოჯახი. გამგებლის თქმით, ცხედრის გადმოცემაზე მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმშია, თუმცა კონკრეტული დრო უცნობია. ოჯახი არ გამორიცხავს უახლოეს ხანებში პროტესტის ფორმას ისევ მიმართოს და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი გუშინდელის მსგავსად ისევ გადაკეტოს.
ტატუნაშვილები სამძიმარს იღებენ. მოკლულის ოჯახში დღეს გორის მიტროპოლიტი ანდრია იმყოფებოდა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.
This post has been edited by რეკეტი on 27 Feb 2018, 18:31