კარგი ჯანდაბას ჩემი თავი სხვანაირად ვიტყვი... ანალოგიას მოვიყვან უბრალოდ
არავისთვის გვითხოვია გაჩენა, მაგრამ რაც მოსახდენი იყო, მოხდა და გავჩნდით ამ ქვეყანაზე...
რელიგია არავის აურჩევია, ყველა ავტომატურად გახდა იმ რელიგიის მიმდევარი, რომელ ოჯახშიც დაიბადა
შეხედულება არ აგვირჩევია, ავტომატურად მივიღეთ ის ხედვები, რაც ჩვენი მშობლების თამადობით წინაპრებმა გადმოგვცეს
გზა ჩვენით არ აგვირჩევია, გატკეპნილ ბილიკებს დავუყვებით ათასწლეულებია... ნუ ერთეული გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა
ამ და ამდაგვარი ათასი უკუღმართობის შეცვლის საშუალება ცხოვრებაში არ გაგვიჩნდებოდა, რომ არა დალოცვილი პროგრესული - ძირითადად დასავლეთის ქვეყნები და მათგან კაცობრიობისთვის რასაც ქვია ნაჩუქარი ძღვენი - ადამიანის და მისი არჩევანის პატივისცემა.... აღარ გვჭირდება არც მერსედესის გამოგონება, არც კომპიუტერის, არც აიფონის და არაც არაფრის ინებე ბატონო და მოიხმარე... გინდა მიიღო მონაწილეობა კაცობრიობის ნათელი მომავლის შექმნაში? ვინ გიჭერს გზა ხსნილია ნებისმიერი მიმართულებით!!!
რატომ უძალიანდებით ესე თავდავიწყებით ამ დასავლეთის ღირებულებებს?
ესე ძალიან გინდათ რომ ყველა თქვენ გგავდეთ როგორც იერით, ისე საქციელით და გემოვნებით და ა შ?
ძმაკაცი მყავდა და ერთხელ დაიწუწუნა
- ჯოჯოხეთში ვხცოვრობ ამის დედას დავეციო.
- რატომ მეთქი ვკითხე
- ბიჯო ნაშები და სექსი მევასება და არ არი და არ შეიძლებაო, კაიფი მევასება და არ არი და არ შეიძლებაო... დალევა არ მევასება და იმდენია თავზე ისხი თუ გინდაო და ჯოჯოხეთია მა რა ჩემი ფეხებიაო?
გავჩნდით ხო?
... აი წარმოიდგინეთ, რომ გაჩნდით ოჯახში, რომელიც მთელი ცხოვრება ლობიოზე ზის... გავიდა დრო. თქვენ თქვენი ოჯახი შექმენით და ადრაკებთ, რომ ლობიოს გარდა სხვა არაფერი არ შეიძლება
- გეკითხებით დალაგებულ ჭკუაზე ხართ?
ლობიო მოგწონს? ჭამე ძმაო ვინ გიშლის, მარა სხვას თუ ხინკალი მოწონს, მაშინ ომი მოვაწყოთ, რომ ან მარტო ლობიო, ან მარტო ხინკალი?
და რამე რომ იყოს და ცხოვრება რესტორნის პონტში აღიქვათ და ვისაც რა უნდა ის მიირთვას - ესე ძალიან შეწუხდებით იმით, რომ ვიღაცას ჯოჯოხეთი არ მოუწყოთ?
იყოს ყველაფერი, დაწესდეს რეგულაციები... ამხელა ხელფასებს თქვლიფავენ ეს დედააფეთქებული "ვითომ ჩვენს სამსახურში" მდგომი მთავრობა... თქვენ კი ერთმანეთს კი ნუ აყრით - ეს რატომ მოგწონს და ის რატომ არაო, გვერდში დაუდექით ერთმანეთს და ყველას მიეცით საშუალება დაიცვან თავისი ინტერესები "ა კაგდა იმ ბუდეტ ხარაშო, ანი ტაკ დავეზუტ, შტო ი ვამ ბუდეტ ხარაშო... ესე ძნელია ამის გაგება და შეგნება?
აი მაშინ კი გავხდებით ის "ძირძველი ევროპა" ესე თავგამოდებით რომ ტრაბახობთ არა ვართ აზიაო და სინამდვილეში სუფთა მუსლიმებივით რომ იქცევით
აი მაშინ კი გავხდებით სახელმწიფო ვისი მოქალაქეობაც სიამაყით აღგვავსებს
აი მაშინ კი გავხდებით ქვეყანა, ვისაც ვერც თურქეთი მოჭამს ფეხებს, ვერც ირანი და ვერც დედაძაღლი ღრუსეთი, იმიტომ, რომ ყველას ეცოდინება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით და თუ კიდევაც ვერ მოვერევით - სანანებელს კი გავუხდით ნებისმიერს ჩვენზე ავი თვალის დაჭერას, რადგან ყველა სიამაყით დავდგებით ერთმანეთის და ქვეყნის გადასარჩენად
ეხლა?
ყველას ყველაფერი კიდია, რადგან არავინ არავის არ ესარჩლება და მოსდღნია დედა ეგეთ ქვეყანასაც და მის გაზლუნქებულ მთავრობასაც
მე არ ვეწევი და გამიხარდა მწეველებს რო გაედოთ
მე ბანკში სესხი არ მაქვს და გამისწორდა მეანაბრეებს რომ გაედოთ
....
....
....
ქეყანა და ხალხი ვართ ამის მერე?
ეხლაც თუ ვერ გაიგებთ ბიძია მაშინ ვედრო წამალი აღარ გიშველით თქვენ
ასეა ეს!
tu ara da arc ra... tu kaia