karlsoniხო, კარგი იქნებოდა მასე ჰარმონიულად წარმართულიყო ყველაფერი, მაგრამ მთვრალი იყო მასტი, გოგოს კერავდა, მივარდა ვიღაც ტიპი და შენიშვნას აძლევს გოგოს წინაშე და იუკადრისა აშკარად

კაი, ის მთვრალი იყო და ეს ხო იყო ფხიზელი. და დანარჩენებიც. რა საჭირო იყო ცემა-ტყეპა და მამენტ, არც არაფერი მოხდებოდა, უცხოელები რომ არ ყოფილიყვნენ ეგ როჟები. მაგაზე გაჭედეს, რომ უცხოელები იყვნენ და ქართველი გოგო ფიგურირებდა იქვე.
ისე კი ის ჭიქა აშკარად შემთხვევით გადმოვარდა ბოძიდან. არ დაუგდია მაგ ტიპს დაბლა.
ვგიჟდებით თურქ, ირანელ, არაბ, ინდოელ სტუმრებზე, განსაკუთრებით მამრობით სქესზე

ჯერ არ აშარებიან უმიზეზოდ უცხოელებს რა.
ჩხუბი და საქმის გარჩევა აღმაშენებლის გამზირზე
დღეს, დაახლოებით, დილის 6 საათზე ინციდენტი მოხდა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე. რესტორან „მაჭახელაში“ მომხმარებლებს შორის ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო, რაც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა.
„პრესა.ჯის“ ინციდენტის თვითმხილველი გოგონა ესაუბრა. თვითმხილველის თქმით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:
ორი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა რესტორანში ვახშმობდნენ. ანგარიშის გასტუმრების დროს, მათ პლასტიკურ ბარათს პრობლემა შეექმნა, რამაც გადახდის პროცესი შეაფერხა. მეორე მაგიდასთან თურქი ეროვნების ორი ახალგაზრდა მამაკაცი ორ ქართველ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა.
თურქმა მამაკაცებმა ქართველების მიმართ უმაყოფილება გამოთქვეს გადახდის და რესტორნის სამუშაო პროცესის შეფერხების გამო. თურქების რეპლიკას ქართველი მამაკაცების აგრესია მოჰყვა, რაც მათ შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
რესტორანმა ობიექტის დაცვის სამსახური გამოიძახა. სამსახურის მოსვლის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება უკვე დაცვის თანამშრომლებსა და რესტორნის მომხმარებელ ორ ქართველ მამაკაცს შორის ქუჩაში გაგრძელდა. დაცვის თანამშრომლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მოქალაქეებს როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად შურაცხყოფდნენ.
ინციდენტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება ეკიპაჟის მისვლის შემდეგაც გრძელდებოდა.
ამჟამად, ვითარება განმუხტულია. ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფებიან საპატრულო პოლიცია და ინციდენტში მონაწილე პირები.
"თუ შავკანიანი ხარ და ქართველ ქალთან ერთად დადიხარ, ქართველ კაცებს აგრესიული რეაქცია აქვთ"
გვერდი "მრავალფეროვნების სახეები" სოციალურ ქსელში ქართული ოჯახის ამ ისტორიას და ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გაიცანით "მრავალფეროვნების სახეების" ახალი გმირები, ზაჩეუსი, ჯულიეტა და მათი შვილი, ნატალი.
32 წლის ზაჩეუს ოპეიმი ნიგერიიდან საქართველოში 2012 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. მალევე ქართველი გოგო, ჯულიეტა გაიცნო. 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 წლის შვილი ჰყავთ, ნატალი. ზაჩეუსი მუშაობს კომპანიაში, რომელიც ავტომობილების იმპორტს აწარმოებს. 23 წლის ჯულიეტა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ოჯახი თბილისში ცხოვრობს.
ჯულიეტა: „ჩემს მშობლებს უყვართ ზაჩეუსი. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არასდროს ყოფილან. მაგრამ გარეშე ადამიანებისგან უხამსი, საზიზღარი რეპლიკები არაერთხელ მომისმენია. მაგალითად, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მახსოვს, ერთხელ ჩემს ქმართან ერთად მეტროში ჩავედი. ვიღაც ქალმა შემოგვხედა და ქართულად მომაძახა, შეხედეთ, ამ მაიმუნთან ერთად დადის და ბავშვიც მაიმუნი ეყოლებაო. არაფერი მითქვამს. ხმა ვერ ამოვიღე. იყო შემთხვევები, როცა ჩვენი დანახვისას, გამვლელებს გადმოუფურთხებიათ და ჩვენ გასაგონად ხმამაღლა უთქვამთ, „შეხედე, ზანგი!“
ხანდახან ჩემი შვილი მეკითხება, „დედა, რას ნიშნავს ზანგი?“ როგორც ჩანს, ბავშვები ასე ეძახიან. მშობლებმა უნდა აუხსნან საკუთარ შვილებს, რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვაა, არ უნდა გამოიყენონ და რომ ამას შეუძლია ბავშვს გული ატკინოს. ნატალი ძალიან მხიარული ბავშვია. ქართულად ლაპარაკობს, ინგლისურად და ცოტას რუსულადაც კი. ბალეტზე დამყავს, მასწავლებელი მასზე გიჟდება.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს. ჩემს ქმარს ქართული კარგად ესმის. ტაქსით ვმგზავრობდით. მძღოლმა მკითხა, „თქვენ ცოლ-ქმარი ხართ?“ როცა ვუთხარი, რომ ასეა, ძალიან გაუკვირდა და ისევ მკითხა, „ასეთი რა გადაგხდა თავს, რომ ამას ცოლად გაყევი?“ ბავშვიც თან გვყავდა, მაგრამ კიდევ კარგი, ძალიან პატარა იყო და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.“
ზაჩეუსი: „თუ შავკანიანი ხარ და ქართველ ქალთან ერთად დადიხარ, აუცილებლად პრობლემა შეგექმნება. ძირითადად, კაცებს აქვთ აგრესიული რეაქცია.
ზოგ ქართველს აფრიკელების შესახებ უცნაური სტერეოტიპები აქვს. მაგალითად, ჩემთვის უკითხავთ, „იცი რა არის ტელევიზორი?“ აფრიკელები ჯუნგლებში კი არ ვცხოვრობთ, ადამიანები ვართ და არა ცხოველები! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. ბევრი კარგი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ყოველთვის ცდილობენ დამიცვან.
პრობლემები სახელმწიფოს მხრიდანაც შემექმნა. საქართველოში მყავს ოჯახი და ამიტომაც აქ ვაპირებ დარჩენას. ამის კანონიერი უფლება კი სახელმწიფომ უნდა მომცეს. თუმცა, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარი მითხრეს იმ არგუმენტით, თითქოს, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.
უარი სასამართლოში გავასაჩივრე. სარჩელი დამიკმაყოფილეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა მაინც, სამწლიანი წვალების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ბინადრობის ნებართვას მივიღებ. როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრობლემები სხვა ნიგერიელებსაც ექმნებათ.
ამასობაში, დიდი ხნის უნახავი მამაჩემი გარდაიცვალა ნიგერიაში. მე კიდევ დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. აქ ჩემი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და მუდმივი ბინადრობა არ მქონდა. შემეშინდა, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკან ვერ დავბრუნებულიყავი. მთელმა ოჯახმა ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანეთ.
ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს საქართველო, აქაური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, მეგობრები. აქ დარჩენა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის გამო მინდა. ბევრი უსიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს, მაგრამ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა.“