forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჰერეთი საინგილო, შეზღუდვა სკოლებში და საერთოდ,წაიკითხეთ სსტატია
ViPeR
marcelito ცუნცულიტო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1730
წევრი No.: 138
რეგისტრ.: 11-June 01

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 22:52  #52982512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მძიმეა ის დისკრიმინაციული გარემო, რა პირობებშიც სწავლობენ ინგილო ქართველი მოსწავლეები. ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის დაახლოებით 14 ათასიან მოსახლეობას (დაბის მცხოვრებთა 95% მუსლიმი ან ქრისტიანი ქართველია) ბოლო 20 წელიწადში თითქმის სრულად შეეზღუდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. დღეისათვის ალიაბადის 4 სკოლიდან 3-ში მხოლოდ აზერბაიჯანული და რუსული სექტორები მოქმედებს, უკანასკნელ ქართულ სექტორს კი, რომელიც ალიაბადის #1 სკოლაში ჯერ კიდევ შემორჩენილია, უახლოეს მომავალში გაუქმება ემუქრება (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 14 ათასიან ალიაბადში ქართულ სექტორზე მხოლოდ 95 მოსწავლე სწავლობს). მეტიც, ალიაბადის აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე დაწყებითი კლასების ქართველ მოსწავლეებს პედაგოგები ქართულ ენაზე ლაპარაკსაც უკრძალავენ და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ფიზიკური დასჯითაც კი ემუქრებიან. რამდენიმე წლის წინ ალიაბადის სკოლის მოსწავლეებმა კავკასიური ცეკვების დროს საქართველოს დროშა აწიეს, რის გამოც ადგილობრივმა აზერბაიჯანელმა „სამართალდამცავებმა“ ეს მოსწავლეები წაიყვანეს და აწამეს, რაც არ გაშუქებულა მედიაში და დღემდე არც არავინ დასჯილა. აქ უნებლიედ გახსენდება აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, მაგრამ ეს ხდება არა XIX საუკუნის რუსეთის იმპერიაში, არამედ XXI საუკუნეში, ევროსაბჭოს წევრ აზერბაიჯანში.
სულ ახლახან, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორის პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის დირექტორმა - მუსა მამედოვმა პირადად მკაცრად გააფრთხილა - სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით 14 ივნისს დაგეგმილ გამოსაშვებ საღამოზე არ ვნახო ქართული წარწერებიო. არადა, მოსულის სკოლის ქართველ მოსწავლეებს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღისთვის მომზადებული ქონდათ მაისურები სრულიად უწყინარი ქართული წარწერებით - „მშვიდობით სკოლავ“ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, 14 ივნისს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოსულის სკოლის ქართული სექტორის მოსწავლეებს სრულიად უკანონოდ არ მიეცათ მშობლიურ ენაზე წარწერების, ქართული ცეკვების ან სიმღერების შესრულების უფლება. ამასთან, პარალელს თუ გავავლებთ, საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებს არავინ უკრძალავს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მშობლიურ ენაზე წარწერებსა თუ აზერბაიჯანულ სიმღერებს...
დღეისათვის მოსულის სკოლის ქართულ სექტორზე მხოლოდ 135 მოსწავლე სწავლობს. გაცილებით მეტი მოსწავლეა მოსულის სკოლის აზერბაიჯანულ სექტორზე, რომლებიც ასევე ინგილო ქართველებით არის დაკომპლექტებული და ისინი სრულად მოკლებული არიან მშობლიური ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლის შესაძლებლობას. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ სოფელ მოსულის სამი ათასიანი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა (99%) ინგილო ქართველია.
ბოლო 50 წლის მანძილზე საინგილოს ბევრი ქართული სოფელი (ათასობით მცხოვრებით) ყოფილ ქართულ სოფლად იქცა, სადაც მშობლიურ ენაზე უფროსი თაობის ადამიანები ჯერ კიდევ საუბრობენ...
გ. ჩანგაშვილი თბილისში 1970 წელს გამოცემულ თავის წიგნში „საინგილო“ გულისტკივილით წერდა: [საინგილოს] „ზოგიერთ სოფელში ქართული ენა მთლიანად დავიწყებულია (სოსკანი, ლალაფაშა, ფალდარო, ყანდარი, ვერხვიანი, გოგამი, ბელაქანი და სხვ.), ზოგში ქართული მარტო მოხუცებმა-ღა იციან (ჰენგიანი, ყაფანახჩი), არის სოფლები, სადაც ქართული მხოლოდ ბავშვებმა არ იციან (ძაგამი, თასმალო)“.
სამწუხაროდ, საბჭოთა აზერბაიჯანის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლისა თუ ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად და საბჭოთა საქართველოს მთავრობის უყურადღებობის გამო ყოფილ ინგილოთა მრავალი სოფლის მოსახლეობამ დაივიწყა მშობლიური ენა და გააზერბაიჯანელდა.
ნუთუ ახლა მაინც არ უნდა ვისწავლოთ ახლო წარსულის გაკვეთილებიდან?...
არსებობს რეალური საშიშროება, რომ სექტემბრისთვის წინასაარჩევნო ბატალიებში გართული ქართველი პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების ყურადღების მიღმა ალიაბადისა და მოსულის ქართული სექტორები დიდი ალბათობით ისევე უხმაუროდ გაუქმდეს, როგორც ეს სხვა სოფლებში წარსულში არაერთხელ მომხდარა.
სანამ ქართველი „უფლებადამცველები“ თუ ფსევდოლიბერალები ირონიულ სტილში აქტიურად „ხალისობენ“ თემაზე „ქართველობას გვართმევენ“, საინგილოში ინგილო ქართველობას გეგმაზომიერად მართლა ართმევენ ქართველობას, განმკითხავი კი არ ჩანს... ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილით სამშობლო გაიცემა...“ (გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 21 ივნისი-4 ივლისი, 2018).
ტროლოლო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1505
წევრი No.: 234545
რეგისტრ.: 11-August 17

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 22:56  #52982546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სანამ 100 გვერდზე ასულა თემა აზერების გინებით რო რას გვიშვებიან ჩვენ მიწაზეო დავწერ რომ ალიაბადი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა

https://ka.wikipedia.org/wiki/ალია
Vaqueiro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 379
წევრი No.: 241626
რეგისტრ.: 23-March 18

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 22:57  #52982563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, მცხოვრებთ ჩვენს მიერ კონტროლირებად მიწებზე, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება უფასოდ შეუძლიათ. ამისთვის საკმარისია მხოლოდ დაწესებული მინიმალური ბარიერის გადალახვა.
ViPeR
marcelito ცუნცულიტო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1730
წევრი No.: 138
რეგისტრ.: 11-June 01

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 22:58  #52982565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტროლოლო
რა ასი გვერდი,მეორე გვეძე არ ავა biggrin.gif
ტროლოლო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1505
წევრი No.: 234545
რეგისტრ.: 11-August 17

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:01  #52982595      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ViPeR
თემის სათაური უცნაურია
რაღა დროის ჰერეთია?

spy.gif

ჰელიოგაბალი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1010
წევრი No.: 240732
რეგისტრ.: 17-February 18

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:04  #52982619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, მცხოვრებთ ჩვენს მიერ კონტროლირებად მიწებზე, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება უფასოდ შეუძლიათ

აზერებს უმაღლესი კი არა უმდაბლესი განათლებაც არ უნდა მიეცეთ
ViPeR
marcelito ცუნცულიტო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1730
წევრი No.: 138
რეგისტრ.: 11-June 01

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:05  #52982625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტროლოლო
QUOTE
რაღა დროის ჰერეთია?

თუ ისტორია იცი მაგ ტერიტორიას ჰერეთი ერქვა,საინგილო კიდე სპარსელების მიერ დარქმეულია და ჩვენც არ უნდა ვიყენებდეთ მაგ მახინჯ სიტყვას

ჰერეთი და მორჩა
silver_ranger
ყვარლელი ემიგრანტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28078
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:07  #52982639      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Vaqueiro
QUOTE
ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, მცხოვრებთ ჩვენს მიერ კონტროლირებად მიწებზე, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება უფასოდ შეუძლიათ. ამისთვის საკმარისია მხოლოდ დაწესებული მინიმალური ბარიერის გადალახვა.

უფასოდ არა, გამარტივებული წესით, სწავლას სოკარი უფინანსებს. რაც შეეხება საინგილოს, ჩემი მენეჯერი არის ინგილო ქალაქ კახიდან, ქართველი, სუფთად ლაპარაკობს ქართულად და აზერბაიჯანულად, კახში აქვს დამთავრებული ქართული სკოლა, რომ ვკითხე ქართველებს მართლა ჩაგრიან-მეთქი? გაეცინა, ერთადერთი რასაც ითხოვენ სახელმწიფო ენის ცოდნასო. ქურმუხზეც ვკითხე და ჩვენიაო ქართულიო, ბევრი აზერბაიჯანელი ადასტურებს, არიან ისეთებიც ვინც ალბანურად მიიჩნევს მარა მტკიცებას არ გიწყებენ გინდა თუ არა ალბანურიაო, უბრალო სოფლელ ხალხს კიდე სულ არ აინტერესებთ ასეთი რაღაცეებიო,


--------------------
კაცობას რჯული რად უნდა?
ეგ არას ერჩის ძმობასა,
მგელი მგელსა სდევს,ვეფხვი ვეფხვს,
ვაჟკაცი გულის ხმობასა.
კაცობას რჯული ვერ მაგცემს,
თუ არ მაგყვება ჯიშითა,
მაგას ვერც ფულით იშოვნი,
და ვეღარც მოთქმა-ვიშითა.
-
"Гуьржишц гергарло ма хаде делаш, шун хало тъе йеач цара бен накъостал дира дац шун"
ტროლოლო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1505
წევრი No.: 234545
რეგისტრ.: 11-August 17

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:11  #52982683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ViPeR
გასაგებია ისტორია მარა დღეს მაგ მხარეს კახეთი ქვია და შენ რა დაბაზეც გახსენი თემა ვაბშე აზერბაიჯანშია დღეს რაც ზოგადად თემას ბუნდოვანს ხდის და ვინც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ იცის შEიძლება დაიწყოს გინება აიტ! ჩვენ მიწაზე როგორ თუ...... დდშშშშშშშ mad.gif

ჰერეთი აღარ ქვია მაგ მხარეს კაი ხანია
მასე დასავლეთ საქართველოზე რო გახსნი თემას ბარემ კოლხეთი დაარქვი facepalm.gif
PAINKILLER
FirePower


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 57336
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:12  #52982701      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
(გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 21 ივნისი-4 ივლისი, 2018).


spy.gif


--------------------
SUBARU LEGACY 3.0R SI-DRIVE - Crazy MONSTER Wagon !

Intel i3-8100 4-Core 3.6GHz
AORUS Z370 Gaming 5
AORUS GTX 1070 8GB Extreme
CORSAIR Vengeance RGB Pro 16GB 3000MHz
Samsung 970 EVO 250GB M.2 NVMe
Seasonic PLATINUM 1050W Full Modular
CORSAIR Graphite 730T Full Tower
DELL U2515H 25" 2K IPS
silver_ranger
ყვარლელი ემიგრანტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28078
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:12  #52982705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰელიოგაბალი
QUOTE
აზერებს უმაღლესი კი არა უმდაბლესი განათლებაც არ უნდა მიეცეთ

რათა? ინტეგრაციის წინააღმდეგი რატო ხარ?
ჰელიოგაბალი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1010
წევრი No.: 240732
რეგისტრ.: 17-February 18

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:17  #52982765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (silver_ranger @ 26 Jun 2018, 23:12 )
ჰელიოგაბალი
QUOTE
აზერებს უმაღლესი კი არა უმდაბლესი განათლებაც არ უნდა მიეცეთ

რათა? ინტეგრაციის წინააღმდეგი რატო ხარ?

1. ფანტასტიკური/უტოპიური იდეები არ მხიბლავს
2. სუნიანი და განუვითარებელი ხალხია და მათ მე ზემოდან ვუყურებ

Warning:
4.3.1.3. მოქალაქეების უპირატესობის  ან არასრულფასოვნების პროპაგანდა
# hate speech (სიძულვილით სავსე გზავნილი ადამიანის ეროვნების,რელიგიის თუ მგომარეობის გამო)
ვორნი


This post has been edited by Saturn on 26 Jun 2018, 23:48
ViPeR
marcelito ცუნცულიტო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1730
წევრი No.: 138
რეგისტრ.: 11-June 01

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:19  #52982789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტროლოლო
QUOTE
გასაგებია ისტორია მარა დღეს მაგ მხარეს კახეთი ქვია და შენ რა დაბაზეც გახსენი თემა ვაბშე აზერბაიჯანშია დღეს რაც ზოგადად თემას ბუნდოვანს ხდის და ვინც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ იცის შEიძლება დაიწყოს გინება აიტ! ჩვენ მიწაზე როგორ თუ...... დდშშშშშშშ 

ჰერეთი აღარ ქვია მაგ მხარეს კაი ხანია
მასე დასავლეთ საქართველოზე რო გახსნი თემას ბარემ კოლხეთი დაარქვი

ბელაქნისა ,ზაქათლის და კახის რაიონს ეწოდება ჰერეთი*უმეტესად სიტყვა ჰერეთს ხმარობენ იქაური მოსახლება და ქართველები.კი ბატონო ოფიციალურად აზერბაიჯანის ისტორიაში ჰერეთი არ არსებობდა,იყო ალბანეთი ეგრე თუ ვიმსჯელებთ და კახეთი კიდე ბორჩალო

silver_ranger
ყვარლელი ემიგრანტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28078
წევრი No.: 61803
რეგისტრ.: 20-May 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:20  #52982794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰელიოგაბალი
QUOTE
1. ფანტასტიკური/უტოპიური იდეები არ მხიბლავს

რა არის ფანტასტიკურ-უტოპიური? რამდენსაც გინდა განახებ განათლებულ აზერს და სუნიან განუვითარებელ ქართველს.
big_V
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3960
წევრი No.: 37832
რეგისტრ.: 7-July 07

გამოგზავნილია: 26 Jun 2018, 23:24  #52982833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, არა შურის საძიებლად, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მასიურად შევზღუდოთ და დავკეტოთ უცხო ენაზე მომუშავე სკოლები, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერაა (რა ქვეყნის მოქალაქის) აშენებული, სწავლა უნდა იყოს მარტო ქართულ ენაზე. არანაირი ლაქუცი, არის საქართველო და უნდა ისწავლონ ქართულ ენაზე!!! არ იციან ქართული? არ უნდა მიიღონ იგივე სარგებელი რაც ქართულად მოლაპარაკემ. იქნება ეს სომეხი, აზერი, თრურქი, ირანელი, რუსი, ქისტი, აფხაზი, ოსი, მეგრელი, კახელი, იმერელი, აჭარელი, სვანი და სხვანიდასხვანი, უნდა ილაპარაკოს და ისწავლოს ქართულად, რამეთუ ეს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა. რელიგია ის იქონიონ რაც გაუხარდებათ, მაგრამ ეს საქართველოა და უნდა უ ნ დ ა იცოდე ქართული კარგად, კარგად კი არა დედაენაა შენი ქართული.

სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები თუ არ დაემორჩილებიან კანონს (თუ ოდესმე მიიღეს ამ ხიხოებმა) უნდა შეუწყდეთ ყველანაირი დახმარება, რა სახისაც არ უნდა იყოს და უნდა შეეზღუდოთ სამუშაო არეალი. ასევე სკოლებში უნდა მუშაობდნენ და უნდა ასწავლიდნენ ეთნიკურად ქართველები, რომ უმცირესობებში მაქსიმალურად გავრცელდეს ქართული ენა და ლიტერატურა. ძაან ბევრი ეთნიკურად სომეხია, რომელმაც არ იცის ქართული ან თუ იცის ა რ დაგელაპარაკება, ასევე არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელები, რომლებმაც არ იციან ქართული და არ სწავლობენ (რაში დამჭირდება), მაგრამ იციან დანგრეული რუსული(!). საქართველოს ეთნიკურად უმცირესობებიდან, როგორც მე პირადად ვიცი ქართული კარგად და გამართულად იციან ქისტებმა. ვისთანაც მქონია შეხება (ცოტასთან) უპასუხიათ გამართული ქართულით, ისეთით რომ დავეჭვდი ქისტია თუ ქართველითქო.

მე უფრო შორსაც წავალ და ჩემ პირად აზრს გავამხელ, უნდა ავკრძალოთ უცხო ქვეყნის ტელეარხების ჩვენება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, კახეთში, როცა მივდივარ ქართულ არხებზე მეტი არის ჰაიასტანისა და აზერბაიჯანის არხები. რაც პირდაპირ ურტყავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ასევე ტერიტორიულ ინტერესებსა თუ მთლიანობას, რამეთუ ეგ ტელეარხები შეიძლება (და შეიძლება უკვეც) იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგოდ. უნდა გამოვნახოთ საშუალება იმისაც კი, რომ როგორმე დავბლოკოთ უცხო ქვეყნის არხები სატელიტურ თეფშებზე.

თუ ვეთანხმებით ზემოთ ჩემს მიერ დაწერილს, გამოდის რომ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია იგივე გააკეთოს, მის ტერიტორიაზე.

მაგრამ ზევით დაწერილის გაკეთების შანსი ამ მთავრობის ხელში არის 0-10%-ი, რამეთუ მთავრობას ეგ ფაქტი ფულის ცოხვნაში, ტრაკში შეტენვაში, პირში ჩატენვაში, ნესტოში შეტენვაში, ყურებში ჩატენვაში, ფეხებშუა ჯოხის დირკაში შეტენვაში ან ფუსფუსაში შეტენვაში ხელს არ უშლის და რამეთუ არ უშლის ნაკლები შანსია რომ ეგეთი რამ გააკეთონ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0266 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]