#53149846 · 24 Jul 2018, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Pioneer @ 24 Jul 2018, 14:46 ) | BVviper
QUOTE | ვააახ იმენა არ იცოდე სხვისი არ გესმოდეს და წაკითხვაც გეზარებოდეს კაი აბა შენ იცი პროტექციონიზმის ეპოქაში აყვავდა ამერიკის ეკონომიკა და მერე თავისუფალ ბაზარს რო მიაწვება ჩვენნაირი ჩამოქცეულ ქვეყნებთან და ამითი კაი ფულს იშოვის ეს ნიშNავს თავისუფალი ვაჭრობა ამართლებსო? რეალურად დღეს თავისუფალი ვაჭრობა არის იმპერიალიზმის ახალი იარაღი, ეკონომიკური დაპყრობა. აი ცოტა ტვინს ძალა დაატანეთ აბა ჩინური კაპიტალი რო ქვეყანაში შემოვა, რანაირად შეუძლია კონკურენცია ადგილობრივ კომპანიებს როცა იმათ ზურგს უკან უდიდესი ფულადი რესურსია? თუ ბაზრის დაცვის მექანიზმები არ ქნება გაქრებიან უბრალოდ. ანტი დემპინგური კანონიც ჩვენი მოგონილი ხოარაა ? იმენა თავისუფალი ბაზარიო და დაასახელეთ ქვეყანა რომელიც განვითარებულია და არ იყო ან პროტექციონიზმი ან სახელმწიფოს სხვა გზებით ჩარევები ეკონომიკაში. შეეგუეთ თავისუფალი ბაზარი არის მითი, მითუმეტეს როცა არსებობს იმპერიალისტური სახელმწიფოები |
ჩაკეტე ჩვენი 3 მილიონიანი ბაზარი (იმპორტი დაბეგრე) და ნახე რა მოგივა - ყველაფერი გაძვირდება იმავე საათში და შემოგივარდება ხალხი და დაგკიდებს |
აპ აპ, მე არ მითქვამს ბაზარი ჩავკეტოთქო, ჯერ ისედაც არაფერს ვაწარმოებთ და ჩაკეტვა ეხლა სისულელეა, აქ საუბარია არა იმაზე კონკრეტულად უნდა ჩაკეტო თუ არა, არამედ იმაზე სახელმწიფო უნდა ერეოდეს თუ არა. ჰოდა ყვეეეეელა მაგალითი გვაჩვენებს რომ მცირე სახელმწიფოს იდეას რომელიც ნეოლიბერალიზმის ტვინისრეცხვაა არსად არ უმუშუავია, სულ მცირე ამ კონცეფციით არავინ განვითარებულა.
ხოლო როგორ ჩაერევა სახელმწიფო, რა დარგებს განავითარებს და რა იქნება პრიორიტეტი ეს უკვე ცალკე თემაა და ამაზე მსჯელობა და კამათი შეიძლება.
|