ქოცების უნამუსობას უკვე აღარ აქვს საზღვარი ახლა აცხადებენ რომ თურმე სტუდენტების მიღების შეზღუდვას სხვა მიზეზები ჰქონდაო. მთელი კამპანია ააგეს იმაზე დავალიანება აქვთ გადასახდელი და არ იხდიანო, როდესაც გადაიხადეს ახლა სხვა მიზეზები იყოო 
"განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნული ცენტრი კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა. „ინტერპრესნიუსი“განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ავტორიზაციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, კანონით გარანტირებულია ჩვენი ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
რაც შეეხება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებას. სააპელაციო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წინაპირობა არის დაწესებულების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიეცა სხვადასხვა ინტერპრეტაცია. იმისათვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, გვსურს, გავაკეთოთ შემდეგი განმარტება:
2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით, ხოლო შპს ევროპის უნივერსიტეტს 3 წლით შეუზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის შემდეგ, 2017 წლიდან დღემდე, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩამოერთვა ავტორიზაცია, ოთხმა შეიცვალა სტატუსი და გადაკეთდა პროფესიულ სასწავლებლად, ხოლო ერთმა უარი განაცხადა საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
რაც შეეხება შპს შავი ზღვის უნივერსიტეტს, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება დააფუძნა როგორც ექსპერტთა შეფასებას, ისე საჯარო განხილვის დროს გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ექსპერტთა შეფასებაში შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული იყო მხოლოდ ორი. საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა საავტორიზაციო დოკუმენტების წარდგენისა და ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს. დასკვნაში მოცემული სავალდებულო რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ნუსხა მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებამ სერიოზული სამუშაოები უნდა გასწიოს"
* * *
სისულეების წერა აღარ მოგბეზრდა?
ბიუჯეტის ხარჯზეა ეგ უნივერსიტეტი ჰო? განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა გადაწყვეტილების მიზეზი შეცვალა. ახალი გაპრავება მოიფიქრე.

როცა უნივერსიტეტი გაიხსნა სად იყო ერდოღანი? თურმე სხვა სახელმწიფოს ლიდერის პოზიცია უნდა გიწყვეტტდეს შენს ქვეყანაში უნივერსიტეტის დახურვას

ამას აპრავებთ გულმოდგინედ და ვითომ ანტითიურქები ხართ ვითომ.
რავიცი იქნებ ხვალ სხვა უნივერსიტეტის დახურვა მოუნდეს ერდოღანს. იმასაც გააპრავებთ. იქით ალიევს ჰკიტხეთ იქნებ მაგასაც არ მოსწონს რომელიმე უნივერსიტეტი.
This post has been edited by dvbt2 on 29 Aug 2018, 20:46