დიდი ბომბი გამსკდარა

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
2 სთ. ·
წყარო: ბლუმბერგი.
მასალის გამოქვეყნების თარიღი: 27.02.2019
მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
არნახული კორუფციული სკანდალი უკრაინაში
უკრაინელები მიეჩვივნენ ისტორიებს კორუფციაზე, მაგრამ სკანდალი, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აგორდა, ისინიც კი აღაშფოთა, ვისაც მსგავსი ამბების სმენა მობეზრებული აქვს. პრეზიდენტ პოროშენკოს საქმიანი პარტნიორის შვილს ბრალად ედება, რომ მას რუსეთიდან კონტრაბანდული გზებით შეჰქონდა ქვეყანაში რუსული წარმოების ელექტრო მაკომპლექტებლები და მარაგი ნაწილები და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ საწარმოებზე პროდუქციას წარმოუდგენლად მაღალ ფასში ყიდდა.
პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანია ღრმად ნაციონალისტურ პლატფორმას ეფუძნება. ის ხშირად უსვამს ხაზს, რომ უკრაინის არმია ძლიერდება და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთი აგრესია ძალიან ძვირი დაუჯდება. პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დაფინანსება თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. თუკი 2014 წელს უკრაინა 3.3 მილიარდ დოლარს ხარჯავდა, 2019-ში ხარჯები 7.8 მილიარდს აჭარბებს. 2019 წლის გეგმით გათვალისწინებულია 630 მილიონის დახარჯვა მხოლოდ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად.
უკრაინელი პატრიოტებისთვის საკუთარი შეიარაღებული ძალების დახმარება ერთგვარად წმინდათა წმინდა ვალდებულებას უტოლდება. სამხედროების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საქმეში მილიონობით რიგითი მოქალაქეა ჩართული და ხშირად სწორედ ისინი ყიდულობენ აღჭურვილობას, რომლის მიწოდებასაც სახელმწიფო არ ჩქარობს. ყოველივეს გათვალისწინებით, სამხედრო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვა საზოგადოებაში უმძიმეს დანაშაულად აღიქმება.
გამომდინარე აქედან, ცნობილი ანტიკორუფციული ჟურნალისტის დენის ბიჰუსის ხელმძღვანელობით ჩატარებულ გამოძიებას, რომელიც 25 იანვარს უკრაინის ტელევიზიით გადაიცა, ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. საარქივო დოკუმენტებზე და ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებულ პირად მიმოწერებზე დაყრდნობით, ჟურნალისტებმა აღწერეს თაღლითური ჯგუფის სქემა, რომელშიც, სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკოს ყოფილი ბიზნესპარტნიორის 22 წლის შვილი იჰორ გლადკოვსკი მონაწილეობს. უფროსი გლადკოვსკი ამჟამად უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კურირებს.
2014 წლამდე უკრაინისა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. პროცესი იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე რუსეთმა ყირიმის ანექსია არ მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღითა და ცოცხალი ძალით სეპარატისტების მხარდაჭერა არ დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ მომენტიდან ქვეყანამ შეწყვიტა რუსეთიდან სამხედრო დანიშნულების მაკომპლექტებლების იმპორტი. ბიჰუსის გამოძიებით კი ირკვევა, რომ უკრაინულ ქარხნებს დღემდე სჭირდებათ რუსული კომპონენტები. ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფს კი ეს პროდუქცია, ხშირად ძალიან დაბალი ხარისხის, რუსეთიდან კონტრაბანდული გზით შეაქვს ქვეყანაში და შემდეგ მას ორმაგ და სამმაგ ფასში ყიდის სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე, რომელთა მმართველებიც ამ გზით უზარმაზარ არალეგალურ შემოსავალს იღებენ. გადაცემაში ლაპარაკია დანაშაულებრივ სქემაში უკრაინული „უკრობორონპრომის“ მონაწილეობაზეც. ეს ყველაფერი გადასახადის გადამხდელებს ათ მილიონ დოლარამდე დაუჯდათ.
არავინ ამტკიცებს, რომ პოროშენკო პერსონალურად იღებდა სარგებელს ამ სქემებიდან, თუმცა საარჩევნო რბოლაში მისი კონკურენტების მხრიდან ატეხილ სკანდალს მკვეთრი რეაქციები მაინც მოჰყვა. ყოფილმა პრემიერმა იულია ტიმოშჩენკომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება მოითხოვა და მას ქვეყნის ინტერესების ღალატში დასდო ბრალი; პოპულისტმა ოლეჰ ლიაშკომ ფეისბუქში დაწერა, რომ თუკი ბრალდებები რეალურია, პოროშენკო უნდა დაიხვრიტოს; კომედიურმა მსახიობმა და წინასაარჩევნო რბოლის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ფეისბუქის პირად გვერდზე დადო ვიდეო მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ „ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში სხვების სისხლით მოვიდნენ, ფულს სხვების სისხლის ხარჯზე აკეთებენ“.
პრეზიდენტ პოროშენკოსგან სხვა ცნობილმა ანტიკორუფციულმა აქტივისტებმაც მოითხოვეს ადეკვატური რეაგირება. ნაცვლად ამისა პასუხად მიიღეს პოროშენკოს ტვიტები, სადაც პრეზიდენტი საკუთარ მიღწევებს ასახელებს არმიის გაძლიერებისა და სამხედრო მრეწველობის გაძლიერების კუთხით; პრეზიდენტის პრესმდივნისგან კი თხოვნა ძალოვანი უწყებებისადმი, გამოეძიებინათ ბიჰუსის გადაცემაში გაჟღერებული ბრალდებები. თავის მხრივ ოლეჰ გლადკოვსკიმაც მოითხოვა გამოძიების დაწყება და განაცხადა, რომ დროებით მიდის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოში დაკავებული თანამდებობიდან. გლადკოვსკი უმცროსის მტკიცებით, გადაცემაში ნაჩვენები მისი პირადი მიმოწერა გაყალბებულია და დაიმუქრა, რომ ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივლებს. „უკრობორონპრომმა“ ასევე გაავრცელა განცხადება და ჟურნალისტი ინფორმაციებით მანიპულაციებში დაადანაშაულა.
პრეზიდენტ პოროშენკოს მომხრეები ცდილობენ, ატეხილი სკანდალი როგორც რუსული ყალბი ამბავი ისე წარმოადგინონ. „რაში დასჭირდა პოროშენკოს ნება მიეცა საკუთარი მეგობრებისთვის ეძარცვათ სახელწიფო, როცა მან თავად გაიღო მილიონები სამხედრობისთვის?“ - განაცხადა პოროშენკოს მხარდამჭერმა პოლიტიკოსმა ვოლოდიმირ არიევმა. პრეზიდენტის საქველმოქმედო ფონდმა 2014-15 წლებში სამხედროთა საჭიროებებისთვის 12.3 მილიონი დოლარი გაიღო (2016 წლის მიწურულის კურსით). სამხედრო პროდუქციის კონტრაბანდით მიღებულმა შემოსავალმა 9.3 მილიონი შეადგინა. არიევის კითხვა ლოგიკური იქნებოდა, თუკი უკანონო შემოსავლების მიღებაში ბრალს პოროშენკოს წაუყენებდნენ, თუმცა ჟურნალისტები პრეზიდენტს ბრალს სდებენ მხოლოდ იმაში, რომ ის შეეგუა ყოვლის მომცველ კორუფციას ქვეყანაში, რაც მას ხელს უწყობს ძალაუფლების კონსოლიდაციაში, ზუსტად ისე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველების შემთხვევებში ხდება.
ჯერ კიდევ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და მნიშვნელოვანი სამხედრო ხარჯები დიდ შესაძლებლობებს იძლევა მსგავს სისტემაში. ომი პოროშენკოს ხელისუფლებისთვის დასავლეთიდან დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერის გარანტიაა, პარალელურად ის კორუმპირებული ადამიანებისთვის, ორივე დაპირისპირებულ მხარეზე, გამდიდრების შანსებს აჩენს.
პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიცია უმთავრესი ამოსავალი წერტილია. ტიმოშჩენკოც და ზელენსკიც რუსეთთან მოლაპარაკებებში ბევრად უფრო რბილი პოლიტიკის მომხრეები არიან ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი. თანაც არც ერთსა და არც მეორეს არ ჰყავს მეგობარი, რომელიც ომის ხარჯზე ხელებს ითბობს. მათთვის გამოძიება შეიძლება ნამდვილ საჩუქრად იქცეს. დენის ბიჰუსი პირობას დებს, რომ მალე თავდაცვითი წარმოების კიდევ ერთ მსხვილ აფერას გამოავლენს. უკრაინის წინასაარჩევნო კამპანია ძალას იკრებს და სიტუაცია სულ უფრო იძაბება. მართალია, პოროშენკო ძალას არ იშურებს და ამისთვის მარტიდან პენსიების ზრდის გადაწყვეტილებაც კი გამოაცხადა, თუმცა არჩევნებში იოლი წარმატების იმედი მას ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3