| QUOTE |
ჩვენ კი... ჩვენ ფეხით მოსიარულეებიც, ველოსიპედისტებიც, მოტოციკლისტებიც, მანქანიანებიც, ყველანი ვცხოვრობთ ერთ სივრცეში და იმის ნაცვლად, რომ ამ სივრცის გონივრულად გაყოფაზე ვიფიქროთ, ერთმანეთს ვიმეტებთ ათასნაირ სანქციებზე და შეზღუდვებზე. ჯერ სულ რაღაც 3 მილიონი ვართ და რომ წარმოვიდგენ ხოლმე ბევრნი რომ ვიყოთ... ალბათ დავხოცავდით ერთმანეთს. მოკლედ, წერას და თქმას აზრი არა აქვს. არ გვიყვარს ჩვენ არც ჩვენი ქვეყანა და არც ერთმანეთი და იმიტომაც ვართ ამ დღეში. რომ გვიყვარდეს, ანგარიშს ვუწევდეთ, პატივს ვცემდეთ, მაშინ რაღაცეები შეგვაწუხებდა და ვეცდებოდით დაგველაგებინა. პოლიტიკოსები თავის გემოზე პარპაშებენ, ხალხიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში პარპაშებს და ყველა ერთ ცუდ ქვაბში ვცხოვრობთ. იმიტომ, რომ ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს, სხვა ადამიანების გარეშე ვერ იცხოვრებს კარგად. სადაც ყველა ფიქრობს და ზრუნავს ერთმანეთზე, ერთ საერთო ქვეყანაზე, იქ უკეთესი პირობებია საცხოვრებლად. სადაც ყველა მარტო თავისკენ ექაჩება ყველაფერს, იქ ჭაობია და რთულად გასაძლები პირობები. |
შენ აგაშენა ღმერთმა, რა კარგი ადამიანი ჩანხარ <3
მაგრამ რატომ წვალობ, დაწერე ლიბერალების ბრალიაო და მორჩება მაგით ყველაფერი, რატომ ეძებ მიზეზებს